LIVE TV
ოთხშაბათი, თებერვალი 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფცია სამმა კომპანიამ წარადგინა

დაპოსტა 2020/10/16-ში
1.7k
ნახვა
გაზიარება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ კურორტ წყალტუბოს განვითარებისათვის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავებაზე გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპი შედგა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კონკურსში, რომელიც სექტემბრის დასაწყისში ქალაქ წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავებაზე გამოცხადდა, წინადადებები წარადგინა სამმა კომპანიამ.

„სამივე კომპანიას წარმოდგენილი აქვს კურორტის განვითარების ხედვის ვრცელი წინადადება და მათი შეთავაზების მიხედვით, საპროექტო ჯგუფებს უხელმძღვანელებენ სათანადო გამოცდილებისა და კვალიფიკაციის უცხოელი სპეციალისტები.

წინადადებების შერჩევა-შეფასების პროცესს დღეს დაიწყო და მისი დასრულების შემდეგ, გამარჯვებული კომპანია წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციას შეიმუშავებს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის განმავლობაში.

გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მოამზადებს საპრივატიზაციო წინადადებებს, ხოლო კონკურსში გამარჯვებული კომპანია გააგრძელებს გენგეგმის შემუშავებას.

წყალტუბოს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავებისას აუცილებელია კომპლექსურად გაანალიზდეს კურორტის მდგრადი განვითარების საჭიროებები და მის საფუძველზე შეიქმნას ჯანსაღი, უსაფრთხო და მოხერხებული გარემოს პირობები, დაიგეგმოს კურორტის უნიკალური ფუნქციურ-გეგმარებითი სტრუქტურის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებები, რომლებმაც უნდა დაიცვას ქალაქი ქაოტური, უმართავი განაშენიანებისგან.

წყალტუბოს გენგეგმის შემუსავების მიზანია მისთვის კურორტის სტატუსის შენარჩუნება და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, მიმდებარე ტერიტორიის გეგმაზომიერი განვითარება.

წყალტუბოს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის მოსამზადებელად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2019 წლის დეკემბერში გამოცხადებული კონკურსი შეწყდა, ვინაიდან მასში მონაწილე ერთადერთმა პრეტენდენტმა ვერ წარმოაჩინა კურორტის უნიკალური პოტენციალის შესაფერისი ხედვა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება666

დაკავშირებული -პოსტები

ორმხრივი სროლა ვერის სასაფლაოზე – TV პირველის ინფორმაციით ცეცხლი ძმები კაკულიების ნათესავს გაუხსნეს

თებერვალი 25, 2026
777
მთავარი

"პირველების" ინფორმაციით, ორმხრივი სროლა იყო გვიან ღამით, ვერის სასაფლაოზე.  ცნობილი ხდება, რომ ცეცხლი ნიკო კვარაცხელიას  მკვლელობის ორგანიზატორებად დასახელებული ძმების დავით და გურამ (გუგა)  კაკულიების დეიდაშვილს გაუხსნეს. TV პირველისთვის მიწოდებული ინფორმაციით, გიორგი რუხაძე სასაფლაოს...

დაწვრილებითDetails

„საპატრიარქოს უწყებანი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

თებერვალი 25, 2026
35
მთავარი

„საპატრიარქოს უწყებანი“ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა (ვერის ბაღთან მდებარე) ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე. დეკანოზი კონსტანტინე დასვენებული იქნება ამავე ტაძარში, ხოლო დაიკრძალება შაბათს, 28 თებერვალს კუკიის სასაფლაოზე. მწუხარებას...

დაწვრილებითDetails

ესაჭიროება ძვლის ტვინის გადანერგვა და ხანგრძლივი მკურნალობა – პატარა დემეტრეს დახმარება სჭირდება

თებერვალი 25, 2026
86
მთავარი

9 წლის დემეტრე მურცხვალაძეს  დახმარება ჭირდება. "სიკვდილ სიცოცხლის საკითხია. დემეტრე მკურნალობას გადის იხილოვის საავადმყოფოში და მას აქვს ლიმფო ბლასტური ლეიკემიის მწვავე ფორმა და ესაჭიროება ძვლის ტვინის გადანერგვა და ხანგრძლივი და...

დაწვრილებითDetails

გასკდით გულზე, რეკლამებზეც არ იქნება პრობლემა-ვიქტორ ჯაფარიძე

თებერვალი 25, 2026
189
მთავარი

"ამათგან უკვე ყველაფერს ველოდებოდი, კანონის მხარდაჭერისთვის თუ დამასანქცირეს, რა საკვირველია, რომ ტელევიზიასაც დაასანქცირებენ. ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ძალიან ცუდად ვაფასებ. ალბათ ის არ მოეწონათ, რომ "კამიტის" გამო ჩვენმა ქვეყანამ მათ მატყუარა...

დაწვრილებითDetails

8 სახლი გაქურდვის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

თებერვალი 25, 2026
677
Closeup of crime scene tape with police officers and police car in background. Utahlypse 2011
მთავარი

საბერძნეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 36 წლის მოქალაქე დააკავეს – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, კაცი თესალონიკში საცხოვრებელი კორპუსის გაქურდვის დროს დაიჭირეს. ბრალდებულმა ბოლო 10 თვის განმავლობაში 8...

დაწვრილებითDetails

“იმისთვის, რომ საქართველოს დავეხმაროთ, უკრაინას უნდა დავეხმაროთ”-

თებერვალი 25, 2026
28
მთავარი

იმისთვის, რომ საქართველოს დავეხმაროთ, ჩვენ უკრაინას უნდა დავეხმაროთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვისას ევროპარლამენტარმა, ბერნარდ გეტამ განაცხადა. „ვითარებას ობიექტურად უნდა შევხედოთ. საქართველო დემოკრატიისა და ევროკავშირის...

დაწვრილებითDetails

“საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ „ქართული ოცნების“ არა” – ევროპარლამენტარი

თებერვალი 25, 2026
22
მთავარი

ჩვენი პოზიცია ცხადია, საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ „ქართული ოცნების“ არა, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვისას ევროპარლამენტარმა, ტობიას კრემერმა განაცხადა. მან ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს ანგარიშის წარდგენისთვის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის N7 საჯარო სკოლა ფიზიკის პედაგოგს თამარ ცინცაძეს ემშვიდობება

თებერვალი 25, 2026
169
მთავარი

ქუთაისის N7 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით გარდაიცვალა ფიზიკის პედაგოგი თამარ ცინცაძე. სსიპ ქ. ქუთაისის N7 საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ჩვენი სკოლის ფიზიკის ღვაწლმოსილი პედაგოგი, ქალბატონი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში პროტესტია

თებერვალი 25, 2026
900
მთავარი

ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის წინ აქციაა. მოსწავლეები და მშობლები სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგის ნატალია თურქაძის სამსახურში აღდგენას ითხოვენ.   გათავისუფლების მიზეზად კი , როგორც ნატალიას მეგობარი მზია კახაძე წერს მოსწავლეების საჩუქარი...

დაწვრილებითDetails

ნახეთ,როგორი ამინდი იქნება 26 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე

თებერვალი 25, 2026
122
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი. მათივე ცნობით, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».