,,იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მე მომეწოდა იმ დროისთვის, იყო ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი ჩემთვის. დავბრუნდი მალევე ქუთაისში, ჩავატარეთ ჩვენი შიდა გამოძიება, ასევე სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ გამოძიებას და მინდა გითხრათ, რომ მოცემულ მომენტში ამ საქმეს პოლიტიკური მდგენელი არ აქვს. პოლიტიკური მოტივაცია არ იკვეთება. შესაბამისად, საქმე მიმდინარეობს მხოლოდ ცემის მუხლით. სამწუხაროდ, ცემას ადგილი ნამდვილად ჰქონდა. ძალიან ვწუხვარ ამ ფაქტის გამო. ჩვენს ინტერესში არანაირად არ შედის ახალგაზრდა ადამიანის დასჯა, თუმცა ფაქტია, რომ მან ჩაიდინა ძალადობრივი ქმედება. მე ამ ხნის განმავლობაში მქონდა კომუნიკაცია მის ოჯახთან და მაქვს არაერთი ინფორმაცია ამ პიროვნების შესახებ. ვემიჯნებით ძალადობას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მსგავსი ფაქტები, მოტივის მიუხედავად, ჩვენს ქალაქში აღარ მოხდება,”- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.









