ქუთაისში რუსთაველის ქუჩაზე დაპირისპირება მოხდა. როგორც შემთხვევის ადგილზე თვითმხილველებმა “მეგა ტვ”-ს განუცხადეს ჩხუბი ბაიკერებსა და ავტომობილის მძღოლს შორის მოხდა. მათი თქმით ავტომობილის მძღოლმა ბაიკერებს გადაუსწრო, რის შემდეგაც მოტოციკლეტების მძღოლებმა ის გააჩერეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ ბაიკერებს გერმანიისა და გერმანულ წარწერიანი დროშები ჰქოდნათ.

როგორც ირკვევა ავტომობილის მძღოლი პარტია “ლელო საქართველოსთვის” წევრია. ის ცხაკაიას სახლობის კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
“მეგა ტვ” დამატებით დეტალებს არკვევს.
ასევე დაგაინტერესებთ:
ჩვენ გვიტევენ, ჩვენს აქტივისტებს სცემენ – ლელოში პრესკონფერენცია დაიწყო










