“დღეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოგვივლინდა იმერეთში , სულ იყო 150 შემხვევა საიდანაც ქუთაისში ცალკე არის 101” – ამის შესახებ იემრეთის გუბერნატორმა ზვიად ალამბერძიემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით ქუთაისში თითქმის 1 100 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება.
“ფაქტია ის რომ მატება გვაქვს რეგიონში. ჩვენ ყველა მიმართულებით ვაკონტროლებთ სიტუაციას.
ძირითადად უკვე არის ინფიცირებულების კავშირები, მათი ოჯახის წევრები, მეგობრები ამ თანამშრომლები.
სკოლებში მასშტაბური ინფიცირების შემთხვევები არ გვაქვს და ბოლო 24 საათში არც მთლიანად იმერეთში, თუმცა ერთეული შემთხვევები სკოლებშიც ვლინდება.
დაახლოებით 450 ადამიანი იმყოფება კოვიდკლინიკებში, ამას ასევე ემატება დაახლოებით 150 ადამიანი, რომლებიც არიან კოვიდსასტუმროებში, დაახლოებიოთ 1 100 ადამიანი გვყავს თვითიზოლაციაში მხოლოდ ქუთაისში.” – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
იმერეთის გუბერნატორმა ასევე შესაძლო შეზღუდვების დაწესება და საწოლფონდის შესახებაც ისაუბრა:
“ჯერ-ჯერობით ქუთაისში შეზღუდვები არ იგეგმება, ეს გადაწყდება ცეტრალიზირებულად.
ქუთაისში ინფიცირებულების მატებასთან ერთად იზრდება საწოლფონდიც. ქუთაისში ახლა გვაქვს 600-მდე საწოლი, რომელიც ჯერ-ჯერობით სრულიად დატვირთულიც არ არის და თუ იქნება საჭიროება კიდევ გავზრდით.” – ამბობს ზვიად შალამბერიძე.










