ჩვენ გვიტევენ, ჩვენს აქტივისტებს სცემენ – ამის შესახებ “ლელო საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ქუთაისში ანა ნაცვილშვილმა განაცხადა.
პოლიტიკოსი ქუთაისში ცოტა ხნის წინ პაარტიის წევრის პაატა კიკაბიძის ცემის ფაქტს გამოეხმაურა და სამართალდამცველებს დანაშაულის სასწრაფო გამოძიებისკენ მოუწოდა.
ანა ნაცვლიშვილი მოითხოვს ფაქტი შეაფასონ “ქართული ოცნების” ადგილობრივმა პოლიტიკოსებმა. მისივე თქმით თუ ისინი ამ ფაქტს არ გამოეხმაურებიან ეს იქნება პირდაპირი ნიშანი იმისა რომ დანაშაული მათი დავალებით ჩაიდინეს.
შსს-ს ინფორმაციით გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლის 1-ლ ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.







