ქუთაისში, “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში ვირუსი 20-მა პაციენტმა დაამარცხა. გამოჯანმრთელებულებმა კლინიკა უკვე დატოვეს. გამოჯანმრთელებულებს შორის არიან ბავშვები და ორსულები.
კლინიკაში დადასტურებული კოვიდინფექციით მკურნალობას 74 პაციენტი განაგრძობს. მათ შორის 10 ბავშვი და 9 ორსულია.
კოვიდცენტრში ჯამში ახალი კორონავირუსული ინფექცია 120-მა პაციენტმა დაამარცხა.










