დღესდღეობით, მოდის მიმდევარი გოგონები შოპინგს უფრო მეტი ყურადღებით ეკიდებიან, რათა ფინანსურად სწორად და ბიუჯეტურად შეიძინონ სასურველი სამოსი
- პიჯაკი – ახალი უნიფორმა

მნიშვნელოვანი მომენტი: შემოდგომის სტილში აუცილებელია კლასიკის შენარჩუნება – ტრენდული ფერებისა და ელეგანტური სილუეტის კომბინაცია საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ამიტომ გირჩევთ საშემოდგომო გარდერობისთვის დახვეწილი სილუეტის სადა პიჯაკები მოიმარაგოთ და პირობას გაძლევთ, ეს უკანასკნელი მოდიდან არასდროს გადავა.
- თავისუფალი სტილი

მოდის კვირეულების სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან დიზაინერების შექმნილ სამოსში გადაადგილდებიან, ბევრი მათგანი საბაზისო ნივთებს იძენს, რომელიც იდეალურია კაფსულა-გარდერობისთვის, შეძენის ადგილად კი მას-მარკეტები სახელდება, მინიმალური ნაკრები ასე გამოიყურება: მოსაცმელი, ჯინსი, მაისური, შესაფერისი ფეხსაცმელი
- შორტები

ბევრი თვლის, რომ შორტი-ბერმუდები უხდება გამხდარ გოგონებს, გეტყვით რომ ეს სტერეოტიპული მითია, შესაფერისი ნაჭრისა და სიგრძის შორტების შერჩევით ნებისმიერი წონისა და აღნაგობის გოგონა მოიხდენს ამ სტილს. ბოტეგას ფანქარი-ქვედაბოლო და ველომრბოლელის შორტები კი მოდის კვირეულის სტუმრების საყვარელ ტრენდებს შორის მოექცა.
- ჩანთა, ნებისმიერი სიტუაციისთვის

აქსესუარები კაფსულა-გარდერობის აუცილებელი ნაწილია, განსაკუთრებით როცა საქმე ჩანთებს ეხება: ის უნდა იყოს საკმარისად ტევადი და კომფორტული გადასაკიდით.










