LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რუკის გამო არსად არ დავდგები, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა

დაპოსტა 2020/10/11-ში
A A
247
ნახვა
გაზიარება

გარეჯს რომ ვინმე აბრუნებდეს, იმის მხარეს დავდგებოდი, აფხაზეთს რომ გვიბრუნებდნენ, დავგდებოდი მის მხარეს, მაგრამ მე თუ დღეს რაღაც აზრი მაქვს, რუკის გამო არსად არ დავდგები, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ ქვეყანაში რაიმე ხდება, პოლიტიკური ძალები და ტელევიზიები ყველაფერს არჩევნებს უკავშირებენ.

როგორც მეუფე იაკობი ამბობს, სასიხარულოა, რომ იპოვეს რუკა, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეკლესია ვინმეს მხარეს დაიჭერს.

“როცა პროფესიონალი ხარ და რაღაც თანამდებობაზე ხარ, ყოველთვის უნდა შეგეძლოს იმის განსაზღვრა, რას რა მოჰყვება. როცა შენ ცალსახად ამბობ, იმ რუკას იყენებ, რომელიც იმ მიწას სადაოს ხდის და საზღვარი აქეთ გამოდის, ჩემი ბრალია? ნახეს რუკა, ჩამოიტანეს, სულ არ მაინტერესებს, საიდან ჩამოიტანეს, მთავარია რუკა იყოს სწორი, ყველა მხარემ მიიღოს, მაგრამ სხვა რამის ეშინიათ ეტყობა – ზუსტად ისე არ გავიდეს საზღვარი, როგორც ახალ რუკაზე, ეშინიათ და არ უნდათ, რომ რომელიღაც ხელისუფლებამ გააკეთოს. ახალი პარლამენტი იქნება და თუნდაც, რუკა გქონდეს, ამას უნდა მოლაპარაკებები, 24 წელი გრძელდებოდა ხომ? უბრალოდ, სასიხარულოა, რომ წესიერი რუკა ვნახეთ, რომელიც უნდა გვქონოდა. ამ დროს ატეხილი ამბავი… ხან მამაოს გადასწვდებიან და ნეტავ, რომელიმე მათგანი იყოს მამაოსავით წესიერი, პატიოსანი და საქართველოსთვის თავდადებული. მამაოს გამო არავინ არის დაჭერილი, ყველა თავის საქციელზე აგებს პასუხს, თუ პროკურატურა, ხელისუფლება არ არის საჭირო, უდანაშაულობის პრეზუმფცია არ უნდა დავარღვიოთ, მოღალატეები არ უნდა ვეძახოთ, გამოჩნდება მალე, შეგნებულად კეთდებოდა რაღაც თუ რის გამო კეთდებოდა?,- აღნიშნა მეუფემ.

მისივე თქმით, ვრცელდება ინფორმაციები, რომ ხელისუფლება და ეკლესია რაღაცაზე შეთანხმდნენ, თუმცა აღნიშნავს, რომ რუკის გამო არსად დადგება.

“ოღონდ ეკლესიას აგინონ, დღეს იმას იძახიან, რომ ეკლესია და სახელწმიფო თითქოს რაღაცაზე შევთანხმდით და იმის გამო, რომ რუკა იპოვეს, იმაში მხარი უნდა დავუჭიროთ. ეს არის მხოლოდ რუკა, მადლობა ღმერთს, რომ გამოჩნდა, მაგრამ ეგ ის თემა არ არის – გარეჯს რომ ვინმე აბრუნებდეს იმის მხარეს დავდგებოდი, აფხაზეთს რომ გვიბრუნებდნენ, დავგდებოდი მის მხარეს, მაგრამ მე თუ დღეს რაღაც აზრი მაქვს, რუკის გამო არსად არ დავდგები, მაგრამ სასიხარულოა, რუკა რომ არის, ალბათ, ორივე მხარემ უნდა მიიღოს ის, რომ ამ რუკით იხელმძღვანელონ“,- აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ამასთან, მეუფე იაკობი მიიჩნევს, რომ არასწორია, კონკრეტულ პირებზე საუბარი, რომ უდანაშაულოა, არამედ სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, მართომასშტაბიანი ამნისტია.

„ისედაც ვიცი აზერბაიჯანელების განწყობა, ეს რომ არ ყოფილიყო, ძაბავენ ტყუილად სიტუაციას, მოვა დრო ორივე მხარე დაჯდება და ორივე მხარისთვის დადებითად გადაწყდება, ქართველებიც გაიხარებენ და აზერბაიჯანელებიც. ტყუილად ძაბავენ სიტუაციას, თორე აზერბაიჯანის მხარე განაცხადებდა, არ გაუჭირდებოდა ამის თქმა.

ის, რომ დაჭერილი ადამიანები სიმპათიის მიხედვით დაასახელო, არ არის დამნაშავე…მოდით რა ამდენი ადამიანია დაჭერილი, ერთ რამეზე შევთანხმდეთ, რომ ამნისტია შედგეს, ცოტა დიდი ამნისტია, გამოვიდნენ და ოჯახები გაახარონ, თითოეულ კაცს რომ დასდევენ რომ პოლიტიკური სარჩული მოუდონ, ეს ძალიან ცუდია. ჩვენ არავის მხარეს არ ვიჭერთ, ბევრჯერ გავაფრთხილე უკვე რომ თავი დაგვანებონ, ნუ გვაიძულებენ, რომ მართლა მხარე დავიჭიროთ, თორემ გადახედონ, მხარეს როცა ვიჭერდით, ვინც დღეს ლაპარაკობს იმათთვის სასიკეთოდ არ მთავრდებოდა. ჩვენ არ გვინდა, არაფერში ვერევით დღეს, ყველა მხარე ჩვენია, საქართველოს შვილია, რასაც ხალხი გადაწყვეტს ისე იყოს, ჩვენ ნუ გვაიძულებენ, რომ რაიმე ნაბიჯი გადავდგათ, არ ვაპირებთ,მაგრამ თუ ძალიან ასეთი არასწორი ქმედებები გააგრძელეს ტელევიზიებში შეტევა ეკლესიაში, ისინი ღმერთს ებრძვიან, ჩვენ კი არა, რა უნდა დაგვაკლონ, არავის აქვს იმაზე მეტი გაკეთებული, რასაც ეკლესია უკეთებს ქვეყანას,“- განაცხადა მეუფე იაკობმა.

გაზიარება99

დაკავშირებული -პოსტები

მიხეილ ყაველაშვილის შეწყალებულთა შორის არიან გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძეც

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
მიხეილ ყაველაშვილის შეწყალებულთა შორის არიან გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძეც
მთავარი

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების ფარგლებში გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული 26 წლის გურამ ხუტაშვილი და 23 წლის დანიელ მუმლაძეც, რომელთაც რუსთაველის გამზირზე, სხვადასხვა ადგილზე 112-ის დამონტაჟებული ვიდეოკამერების დაზიანებას ედავებოდნენ.  ...

დაწვრილებითDetails

მიხეილ ყაველაშვილის შეწყალებულთა შორისაა საბა ჯიქია

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით  თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
მთავარი

პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულთა შორისაა საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 20 წლის საბა ჯიქია. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტები ავრცელებენ. მოგვიანებით, სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" ე.წ. "სთორიში"...

დაწვრილებითDetails

,,იბერიას“ მატჩის შემდეგ პოლონელი ქომაგი ტრიბუნიდან გადმოვარდა

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
,,იბერიას“ მატჩის შემდეგ პოლონელი ქომაგი ტრიბუნიდან გადმოვარდა
მთავარი

საქართველოს ჩემპიონი, იბერია 1999 ევროპალიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩში პოლონურ იაგელონიასთან 1:2 დამარცხდა და კონფერენსლიგის ლიგის ზონაში გადაინაცვლა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, იაგელონიას ფეხბურთელები ტრიბუნასთან მივიდნენ და ქომაგებთან ერთად გამარჯვებას ზეიმობდნენ,...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

დღეს თბილისის დროით 03:05-ზე ქალაქი ნინოწმინდადან აღმოსავლეთით 23კმ-ში, სოფელი საღამოდან 10კმ-ში მოხდა 3.1(ML) მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა.

დაწვრილებითDetails

28 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი   აქტიური დღე გელოდებათ. სამსახურში შესაძლოა მოულოდნელად ახალი საქმე ან შეთავაზება გამოჩნდეს. ფინანსურ საკითხებში აჩქარებას მოერიდეთ. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას მოაგვარებს.   კურო   დღეს სიმშვიდე და...

დაწვრილებითDetails

28 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 აგვისტოს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე...

დაწვრილებითDetails

დღეს მარიამობაა

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
28 აგვისტოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკლესია მარიამობას აღნიშნავს
მთავარი

დღეს მართლმადიდებლური სამყარო ღვთისმშობელი მარიამის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა შესრულდება.   ქრისტიანულ სამყაროში, ყოვლადწმიდა სამების შემდეგ, ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა,...

დაწვრილებითDetails

მიხეილ ყაველაშვილმა ფრიდონ ბუბუტეიშვილი შეიწყალა – ტვ პირველი

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
მიხეილ ყაველაშვილმა ფრიდონ ბუბუტეიშვილი შეიწყალა – ტვ პირველი
მთავარი

მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ 226 პირს შორის, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილიც არის. ამის შესახებ ინფორმაციას "ტვ პირველს" პატიმრების ოჯახის წევრები და სამოქალაქო ატივისტები აწვდიან. ცნობისთვის, ფრიდომ ბუბუტეიშვილმა...

დაწვრილებითDetails

თხმორის ჩანჩქერში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
თხმორის ჩანჩქერში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

რაჭაში, თხმორის ჩანჩქერში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. ადგილობრივების ცნობით 25 წლის მამაკაცი გორისუბანში იყო სტუმრად რუსთავიდან. ,,სამწუხაროდ დღეს იპოვნეს გარდაცვლილი,ჩანჩქერში.როგორც სჩანს,ფეხი დაუსრიალდა და ქვაზეა დაცემული და...

დაწვრილებითDetails

სტიქიაა ბაღდათში

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
სტიქიაა ბაღდათში
მთავარი

უამინდობამ რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაიტობა გზები და სახნავ-სათესი სავარგულები. ადგილობრივები სოციალურ ქსელში წერენ, ბაღდათის მუნიციპალიტეტში წყალს ჩამოაქვს მიწა და ღორღი. „ბაღდათის რაიონში არის წყალდიდობა. დაიტბორა გზები (საირმის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"