ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ამ დრომდე 23 წლის სალომე გვასალიას ოჯახის წევრები გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზუსტ ინფორმაციას ელიან.
გოგონა სენაკში ხიდან ჩამოვარდა და ხერხემალი დაუზიანდა. ახლობლების თქმით, მეტი სანდოობისათვის იგი სენაკიდან ქუთაისში გადმოიყვანეს. სალომე გვასალიას ოპერაციის დროს, ნახევარი საათით, გული გაუჩედა, რის გამოც ტვინი შეშუპდა და გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა.
ახლობელთა თქმით, ოპერაციის დროს სავარაუდოდ, მოხდა გადაცდომა, რამაც გულის გაჩერება გამოიწვია.
მედიკოსები ამბობენ, რომ 23 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. როგორც გაირკვა, ოჯახის ბრალდებების საპასუხოდ საქმეში ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის სამსახური ჩაერთო და დაადგენენ, რამ გამოიწვია ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის გაუარესება. .










