“კვეცხისროლია, საღებავისსროლია აქტივისტები ამ არასებულ შენობაში დაასაქმე” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიგა შუშანიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისითქმით ქუთაისის მერია არარსებული ტრანსპორტის მომსახურეობასა და დაუსრულებელი შენობის ადმინისტრაციის შენახვაში ბიუჯეტიდან 200 000 ლარს ხარჯავს. გიგა შუშანიამ ბრიფინგი ავტოპარკის ტერიტორიაზე გაიმართა.
შუშანია “ქართულ ოცნებას” ბიუჯეტის თანხების გაფლანგვასა და აქტივისტების დასაქმებაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, შპს “ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიისთვის”, რომელსაც ჯერ ქალაქში ავტობუსები არ შემოუყვანია 200 000 ლარია გამოყოფილი, შენობისა და ავტოსადგომის მოწყობა კი მერიას 2 მილიონ 700 000 ლარი უჯდება.
“ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატის თქმით, “ქართული ოცნება” ქუთაისელების პრობლემების მოგვარების ნაცვლად პარტიის აქტივისტების დასაქმებით არის დაკავებული.
ქუთაისში 60 ახალი ავტობუსის შემოყვანა იგეგმება. პირველი 10-ულის შემოსვლა თვის ბოლოს ანონსდება ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ. ავტოპარკი სწორედ მათი მომსახურებისათის შენდება. პროექტი ადმინისტრაციულ ნაწილის განათვსებასაც ითვალისწინებს. როგორც მეგა ტვ-ს 2020 წლის სექტემბრის დასაწყისში ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ მირზა ხიდაშელმა განუცხადა მშენებლობა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ამისათვის 6 მილიონი ლარია გამოყოფილი. ავტოპარკის სულხან-საბას ქუჩაზე ეწყობა. რაც შეეხება თავად სატრანსპორტო კომპნიას იგი ქუთაისის მერიამ 2019 წლის 26 სექტემბერს დააფუნა.








