„ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსები მიმდინარე წლის ოქტომბრიდან, ეტაპობრივად, გადაეცემა საქართველოს 6 ქალაქს“- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს . ქუთაისი 60 ავტობუსს მიიღებს. ქალაქში უკვე მიმდინარეობს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. დაწყებულია ავტოპარკის მშენებლობა , რისთვისაც 6 მილიონი ლარია გამოყოფილი . სამუშაობი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ავტოპარკის სულხან-საბას ქუჩაზე ეწყობა. ქალაქში ახალი ავტობუსების შემოყვანის შედეგად ქუთაისს მუნიციპალური ტრანსპორტი ეყოლება.
ზუგდიდში, საცხოვრებელ სახლში, 3 და გარდაცვლილი იპოვეს
მთავარის ინფორმაციით, ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები დები არიან. ცხედრები მეზობლებმა ნახეს. ადგილზე ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გარდაცვლილები ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. გარდაცვალების მიზეზი...









