“სავაჭრო ცენტრ “ქარვასლაში” ჩატარდა სადენზიფექციო სამუშაოები ასევე დამატებით განთავსდა თერმოსკრინინგის კამერა. ამგვარად უფრო მეტად უსაფრთხო გარემო შეიქმნა როგორც მომხმარებლებისათვის ასევე სავაჭრო ცენტრში მომუშავე პერსონალისათვის.
COVID-19 გავრცელების თავიდან აცილების მიზნით 2020 წლის 9 ოქტომბერი გამოცხადდეს სანიტარულ დღედ რომელიც მოიცავს როგორც სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას ასევე დამატებით ტექნიკურ აღჭურვას.” – ნათქვამია “ქარვასლას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც “მეგა ტვ”-თვის გახდა ცნობილი სავაჭრო ცენტრმა “ქარვასლა” მუშაობა გუშინ შეწყვიტა.










