ქუთაისში სავაჭრო ცენტრი “ქარვასლა” დაიკეტა. როგორც “მეგა ტვ”-ს წყარომ აცნობა ადმინისტრაციამ თანამშრომლები სახლში გაუშვა. მისი ცნობით სავაჭრო ქსელმა მუშობა ჯარიმის თავიდან არიდების გამო შეწყვიტა. ადმინისტრაცის თანამშრომლებისთვის არ განუმარტავთ როდის აღადგენს სავაჭრო ცენრი მუშაობას.
დღესვე ცნობილი გახდა რომ სავაჭრო ცენტრები “გრანდმოლი” და “უნივერმაგი” 10 000- 10 000 ლარით, შრომის ინსპექტირების ჯგუფმა, ახალი რეგულაციების შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა.
ჯარიმის გამოწერას აპროტესტებს “გრანდმოლის” დირექტორი ნატო დანელია და აცხადებს რომ ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია.










