LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ჩინეთში საქართველოს ელჩის ინფორმაციით, საკონსულო აღრიცხვისთვის 100-ზე მეტმა მოქალაქემ მიმართა

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს საგამოძიებო და უსაფრთხოების უწყებებს, ასევე აუდიტის სამსახურს „პატრიოტთა ალიანსის“ შესახებ გასაჯაროვებულ ინფორმაციაზე რეაგირებისკენ მოუწოდებენ

დაპოსტა 2020/10/02-ში
A A
185
ნახვა
გაზიარება

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს საგამოძიებო და უსაფრთხოების უწყებებს, ასევე აუდიტის სამსახურს „პატრიოტთა ალიანსის“ შესახებ „დოსიეს“ მიერ გასაჯაროვებულ ინფორმაციაზე ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებენ

 

საგამოძიებო ჟურნალისტურმა პლატფორმამ, „დოსიე“, რომლის მიზანიც კრემლის კრიმინალური ჯგუფების მხილებაა, 24 და 31 აგვისტოს ორი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშებში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კრემლთან კავშირებსა და ფინანსურ ურთიერთობებზეა საუბარი. „დოსიეს“ მტკიცებით, ანგარიშები, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხოეთის ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსის, ვლადიმირ ჩერნოვის სამდივნოდან მოპოვებულ დოკუმენტებს ეფუძნება და მათში კრემლთან დაახლოებული ის ქსელია გამოაშკარავებული, რომელიც „პატრიოტთა ალიანსთან“ ურთიერთობებს კურირებს.

„დოსიეს“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებში, სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციასთან ერთად, სავარაუდო დანაშაულის ნიშნების შემცველი გარემოებებიც იკვეთება (სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) და 319-ე (უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება) მუხლები):

• „პატრიოტთა ალიანსის“ წინასაარჩევნო კამპანიას კოორდინირებას მოსკოვიდან რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უწევს. „დოსიეს“ ინფორმაციითვე, ჩერნოვის სამმართველოში წამყვანი თანამდებობები უსაფრთხოების სამსახურების ყოფილ თანამშრომლებს უკავიათ. „პატრიოტთა ალიანსმა“ წინასაარჩევნოდ რუსეთისგან საკმაოდ სოლიდური დაფინანსება მოითხოვა (8 430 625 აშშ დოლარი). ანგარიშის თანახმად, „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო კამპანიისთვის ჩერნოვის ოფისმა კრემლთან დაახლოებული საარჩევნო ექსპერტი, სერგეი მიხეევი დაიქირავა, რომელსაც ჩერნოვის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოფიცერი, ვალერი ჩერნიშოვი და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი, ვალერი მაქსიმოვი ხელმძღვანელობენ.

• რუსმა კონსულტანტებმა „პატრიოტთა ალიანსისგან“ ქართველი ამომრჩევლების მონაცემები მოითხოვეს (მოთხოვნილ მონაცემებში შედის ამომრჩეველთა პირადი მონაცემები, მისამართები და მათ სახლებში არსებული სადარბაზოებისა და სართულების რაოდენობა) და პარტიისგან ამ მონაცემების გადაცემის პირობა მიიღეს.

საქართველოს საგამოძიებო და უსაფრთხოების უწყებებს გამოქვეყნებულ მასალებზე ამ დრომდე, არათუ საგამოძიებო მოქმედებები არ დაუწყიათ, არამედ ოფიციალური განცხადებაც კი არ გაუვრცელებიათ. ერთადერთი რეაგირება ამ საკითხზე, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატის, ელენე ხოშტარიას წერილზე, რომელშიც ის „პატრიოტთა ალიანსის“ რუსეთიდან შესაძლო დაფინანსების გამოძიებას ითხოვდა, პროკურატურის ფორმალური პასუხი გახლდათ. პასუხის თანახმად, პროკურატურამ აღნიშნული მოთხოვნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, როგორც პოლიტიკური პარტიების ფინანსურ-სამართლებრივ საკითხებზე პასუხისმგებელ ორგანოსთან, გადაამისამართა.

მიგვაჩნია, რომ „დოსიეს“ გამოქვეყნებული ანგარიშების გამოძიების აუდიტის სამსახურისთვის გადაცემა და მისი მხოლოდ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ჭრილში განხილვა არ არის საკმარისი, რადგან კვლევაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ შესაძლოა სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის ნიშნები იკვეთებოდეს.

შესაბამისად, მივმართავთ ყველა პასუხისმგებელ ინსტიტუტსა და უწყებას, რომ „დოსიეს“ გამოქვეყნებულ ანგარიშებს მეტი ყურადღებითა და პასუხისმგებლობით მოეკიდონ. მოვუწოდებთ:

საქართველოს პროკურატურას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს: საჯაროდ გაჟღერებული ინფორმაცია და გამოქვეყნებული მასალები, სამართალდამცავ უწყებებს აძლევს საფუძველს (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით, „გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში“), ჩაატარონ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ვინაიდან „დოსიეს“ გამოქვეყნებული ანგარიშები შეიცავს შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მოვუწოდებთ პროკურატურასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შეასრულონ კანონით განსაზღვრული ფუნქცია, დაიწყონ გამოძიება გამოქვეყნებული ფაქტების ავთენტურობის დასადგენად და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული სავარაუდო დანაშაულის გამოსავლენად.

საქართველოს პარლამენტს: პარლამენტს საკანონმდებლო საქმიანობის გარდა, გააჩნია ზედამხედველობისა და კონტროლის ფუნქცია და ინსტრუმენტები. სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ და ჰიბრიდულ საკითხებზე პარლამენტი უნდა იყოს ინსტიტუტი, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს სხვა უწყებების საქმიანობასაც. პარლამენტის დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ შემუშავებული ანგარიშის მიხედვით, პარლამენტმა ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაკავშირებულ თემატურ საკითხებზე, სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციების ჩართულობით, განხილვები უნდა გამართოს. საკითხის მასშტაბისა და რელევანტურობის გათვალისწინებით, განხილვებმა, შესაძლოა, მიიღოს უფრო სიღრმისეული სახე და გადაკეთდეს საგამოძიებო კომისიად. შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების და საგამოძიებო სამსახურების მხრიდან „დოსიეს“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებზე რეაგირების არქონის პირობებში, მოვუწოდებთ პარლამენტს, შეასრულოს მისი საზედამხედველო ფუნქცია და საკითხის შესასწავლად გამოიყენოს მის ხელთ არსებული საპარლამენტო მექანიზმები.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს: მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში, მნიშვნელოვანია, რომ აუდიტის სამსახურმა „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების საკითხის მოკვლევას პრიორიტეტი მიანიჭოს და შედეგები არჩევნებამდე გაასაჯაროვოს, რათა ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში, ერთი მხრივ, დროულად მოხდეს შესაბამისი სანქციების დაკისრება და, მეორე მხრივ, ამომრჩეველს მიეცეს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება.

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
რონდელის ფონდი (GFSIS)
ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
სამოქალაქო იდეა
საქართველოს ატლანტიკური საბჭო
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRDIC)
საფარი
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

გაზიარება74

დაკავშირებული -პოსტები

კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2026
0
კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს
მთავარი

თბილისში ჩვენი ოფისის დახურვა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩოს პირდაპირი შედეგია, რის გამოც კონრად ადენაუერის ფონდს (KAS) აღარ შეუძლია თავისი ძირითადი მისიიის შესრულება, - ამის შესახებ აღნიშნულია...

დაწვრილებითDetails

რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი კობახიძეზე ახალ წერილში

by მეგა TV
სექტემბერი 29, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

👉 "საზოგადოებას მსურს, ფაქტებით შევახსენო, თუ რა ვითარებაში დავბრუნდი პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2021 წლის თებერვალში: ქვეყანაში იყო მწვავე პოლიტიკური კრიზისი, კოვიდპანდემია (ვაქცინების დეფიციტი), ჩაკეტილი ქვეყანა, დაკეტილი ეკონომიკა, მინუს ექვსპროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა,...

დაწვრილებითDetails

“ბიძინა ნუ გვიკლავ შვილებს” – ივანიშვილის სახლთან აქცია გაიამრთა

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
“ბიძინა ნუ გვიკლავ შვილებს” – ივანიშვილის სახლთან აქცია გაიამრთა
მთავარი

ქალების აქცია-პერფომანსი გაიმართა  ბიძინა ივანიშვილის სოლოლაკის რეზიდენციასთან - მოქალაქეებმა ადგილზე შპრიცები მიიტანეს და საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ. "ბარიგებით სავსე საქართველო" - "ბიძინა ნუ გვიკლავ შვილებს" - ეს წარწერები იყო გამოსახული...

დაწვრილებითDetails

მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება ქალაქსა და სოფელს შორის უთანასწორობის შემცირება – მომავალი ათწლეულისთვის ჩვენი ამბიციაა, საქართველო საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნიდან მაღალი შემოსავლის მქონე ეკონომიკად გარდავქმნათ – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება ქალაქსა და სოფელს შორის უთანასწორობის შემცირება – მომავალი ათწლეულისთვის ჩვენი ამბიციაა, საქართველო საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნიდან მაღალი შემოსავლის მქონე ეკონომიკად გარდავქმნათ – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ძლიერი ეკონომიკური მაჩვენებლები ხელშესახებ სოციალურ შედეგებში უნდა აისახოს - ერთ სულ მოსახლეზე წარმოების ზრდა, რეალური ხელფასების მატება, სიღარიბის შემცირება, უკეთესი სამუშაო ადგილები და უფრო მეტი ეკონომიკური მდგრადობა, - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ეროვნული სტაბილურობა და წარმატება არ შეიძლება განხილული იქნას უფრო ფართო რეგიონული კონტექსტის გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს...

დაწვრილებითDetails

საქართველო გამოხატავს მზადყოფნას, ურთიერთობა განაგრძოს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
საქართველო გამოხატავს მზადყოფნას, ურთიერთობა განაგრძოს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან – ირაკლი კობახიძე
მთავარი

პროგრესი, რომლის მიღწევაც საკუთარ ქვეყანაში გვინდა, წარმოუდგენელია სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების გარეშე, საქართველო კვლავ გამოხატავს მზადყოფნას, რომ ურთიერთობა განაგრძოს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან, რომლებიც მზად არიან ჩვენთან სამუშაოდ, ურთიერთპატივისცემის და სუვერენული...

დაწვრილებითDetails

ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მსურს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და დებს მივმართო – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მსურს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და დებს მივმართო – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოცი პროცენტი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, ხოლო ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე კვლავ იძულებით გადაადგილებულია და საკუთარ სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს. წლევანდელი სესიის ერთ-ერთი მთავარი თემაა ნდობის...

დაწვრილებითDetails

მთავრობის გადაწყვეტილებით, ყურძნის ხარისხის მინიმალური მაჩვენებელი 17%-დან 16%-ზე ჩამოიწევს, ფასი კი 30 თეთრიდან 50 თეთრამდე გაიზრდება

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
რამდენს გადაიხდის მთავრობა სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენში
მთავარი

მთავრობის გადაწყვეტილებით, ყურძნის ხარისხის მინიმალური მაჩვენებელი 17%-დან 16%-ზე ჩამოიწევს, ფასი კი 30 თეთრიდან 50 თეთრამდე გაიზრდება, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, რთველი 2026 შტაბის ხელმძღვანელმა, ლევან მეხუზლამ განაცხადა....

დაწვრილებითDetails

გრანტების მართვის სააგენტომ, რომლის გაუქმებასაც მთავრობა გეგმავს, 2025 წელს გამოცხადებულ კონკურსში 1 657 775 ლარით 17 ორგანიზაცია დააფინანსა, 2026 წელს კი სააგენტოსთვის ბიუჯეტიდან 1 650 000 ლარი გამოიყო

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
მთავარი

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 650 000 ლარი გამოიყო სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოსთვის, რომელიც მთავრობის კონტროლქვეშ 2025 წლის აპრილში შეიქმნა და რომელიც როგორც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, ახლა უკვე მილევად...

დაწვრილებითDetails

ბიძინა ივანიშვილთან 20-წლიანი ურთიერთობისა და მისდამი ჩემი დამოკიდებულების გამო უსიტყვოდ ავედი პოლიტიკურ სასაკლაოზე – ირაკლი ღარიბაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

"საზოგადოებაში კითხვები არსებობს ჩემს დაპატიმრებასთან დაკავშირებით, ბევრი ბუნდოვანი ვერსია და სპეკულაცია ვრცელდება. წინა წერილებში მე ნაწილობრივ განვმარტე და მინიშნებები გავაკეთე ძირითად მოტივთან დაკავშირებით, თუმცა გადავწყვიტე, კიდევ უფრო მეტად გავშალო ეს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"