ხელვაჩაურში, სოფელ სატეხიაში, მდინარე მეჯინისწყალში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ამ დრომდე მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ეძებენ. რომელიც მდინარემ წაიღო. ადგილობრივების ინფორმაციით, ერთმა მანქანიდან გადმოსვლა შეძლო, ხოლო მეორე მანქანასთან ერთად დინებამ წაიღო.
ავტომობილი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მდინარედან ამოტანეს, თუმცა მანქანაში არავინ იმყოფებოდა.










