LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სახალხო დამცველმა სამოგზაურო დაზღვევაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ხანდაზმული ადამიანების მიმართ დისკრიმინაციად მიიჩნია

Senior Couple Romantic Beach Lifestyle

სახალხო დამცველმა სამოგზაურო დაზღვევაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ხანდაზმული ადამიანების მიმართ დისკრიმინაციად მიიჩნია

დაპოსტა 2019/09/13-ში
A A
60
ნახვა
გაზიარება

სახალხო დამცველმა სამოგზაურო დაზღვევაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ხანდაზმული ადამიანების მიმართ დისკრიმინაციად მიიჩნია.

როგორც სახალხო დამცველის აპარატიდან იუწყებიან, 2019 წლის 2 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა სადაზღვევო კომპანია „არდის“ წინააღმდეგ ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა, ვინაიდან კომპანიამ 1943 წელს დაბადებულ ს. ხ.-ს და 1937 წელს დაბადებულ ა. გ.-ს სამოგზაურო დაზღვევაზე უარი უთხრა.

„კომპანიის განმარტებით, შიდა პოლიტიკის თანახმად, მომსახურების გაწევაზე ერთმნიშვნელოვნად უარის თქმის საფუძვლად 70 წელი განისაზღვრება, რაც, განმცხადებლებთან მიმართებითაც იქნა გამოყენებული, ისე, რომ მათი ინდივიდუალური ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეფასებულა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სადაზღვევო კომპანიის მიერ ზღვრული ასაკის განსაზღვრა, რომლის მიღმაც პირს სამოგზაურო დაზღვევაზე შაბლონურად ეუბნებიან უარს, გაუმართლებელია.

რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ სადაზღვევო კომპანია „არდის” მიერ განმცხადებლებისთვის წერილობით მიწოდებული განმარტება სამოგზაურო დაზღვევის გაწევაზე უარის თქმის შესახებ, ასაკოვანი ადამიანების მიმართ არსებულ სტერეოტიპებს ეფუძნება. ამასთან, სადაზღვევო კომპანიების მსგავსმა ბლანკეტურმა მიდგომამ, შესაძლოა, მიუწვდომელი გახადოს ხანდაზმული ადამიანებისთვის სამოგზაურო დაზღვევა, რაც, თავის მხრივ, მიმოსვლის თავისუფლების უფლებაში ჩარევასაც გულისხმობს.

რეკომენდაციაში ასევე მითითებულია, რომ ასაკის ნიშნით განსხვავებული მოპყრობა, შესაძლოა, რაციონალურ ფაქტორებსაც ემყარებოდეს და სოციალურ, ეკონომიკურ მიზნებს ემსახურებოდეს; თუმცა, ასევე შესაძლოა, განზოგადებულ დასკვნებს და სტერეოტიპებს ეფუძნებოდეს. ასაკთან დაკავშირებული სტერეოტიპების მსხვერპლი შეიძლება გახდნენ როგორც ახალგაზრდები, ისე ხანდაზმული ადამიანები. ეს ვარაუდები და დასკვნები ხშირად შეცდომაში შემყვანია და ვერ ასახავს ადამიანების ინდივიდუალურ მრავალფეროვნებას. ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია ისეთ ნეგატიურ სოციალურ შედეგებსაც იწვევს, როგორიცაა საზოგადოებისგან ხანდაზმული ადამიანების გარიყვა და საბაზისო სერვისებსა და პროდუქტებზე მიუწვდომლობა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა სადაზღვევო კომპანია „არდის“ მიმართა რეკომენდაციით, მომსახურების გაწევაზე დაწესებული შეზღუდვები დეტალურად ასახოს შიდა დოკუმენტებში. ასევე, არ დაადგინოს ასაკი, როგორც მომსახურების გაწევაზე ერთმნიშვნელოვნად უარის თქმის საფუძველი და ამ საფუძვლით მომსახურების გაწევაზე უარი ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში წერილობით დაასაბუთოს,”-აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

თეგები: მოგზაურობასამოგზაურო დაზღვევა
გაზიარება46

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 10, 2026
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივიდან 6 კილომეტრში იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.

დაწვრილებითDetails

“საკითხი ეხებოდა ჩემს საჯარო განცხადებებს, ძირითადად, ეთერს „პალიტრანიუსზე“ – გია ხუხაშვილი სუს-ში გამოკითხვის შემდეგ

by მეგა TV
მარტი 10, 2026
0
გია ხუხაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს
მთავარი

საკითხი ეხებოდა ჩემს საჯარო განცხადებებს, ძირითადად, გუშინდელ ეთერს „პალიტრანიუსზე“, სადაც მე ვისაუბრე იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე, რაც შეიძლება ამ ომის ფონზე ირანის მხრიდან იქნეს რეალიზებული, - ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა ჟურნალისტებთან სუს-ის დატოვების...

დაწვრილებითDetails

თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

by მეგა TV
მარტი 10, 2026
0
თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ. ე. საქმიანობდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და კანონმდებლობით...

დაწვრილებითDetails

ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

by მეგა TV
მარტი 10, 2026
0
ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
მთავარი

სენაკში, თბილისი–სენაკი–ლესელიძის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის გამო გზა ნაწილობრივ ჩაკეტილია და ავტომობილების გადაადგილება შეფერხებით უწევთ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ამ დროისთვის უცნობია,...

დაწვრილებითDetails

ვინც ეს ჩაიდინა რა დედამ გაგზარდათ – ქუთაისში კიდევ ერთი ყვავილების მაღაზია გაქურდეს

by მეგა TV
მარტი 10, 2026
0
ვინც ეს ჩაიდინა რა დედამ გაგზარდათ – ქუთაისში კიდევ ერთი ყვავილების მაღაზია გაქურდეს
მთავარი

ქუთაისში არასრულწლოვნება კიდევ ერთი ყვავილების მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა დააახლოებით ორი კვირის წინ აღმაშენებლის გამზირზე მოხდა. "ქ.ქუთაიში გამიტეხეს მაგაზია, გაიტანეს ენრაოდენოთ ყვავილები და სათამაშოები ვარ საბითუმო წარმოიდგინეთ რამდენი საფასურის ტავარი გაიტანეს,მაგაზია...

დაწვრილებითDetails

ვაზისუბანში ხანძარი იყო

by მეგა TV
მარტი 10, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში ავტოფარეხში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ავტოფარეხში გაჩნდა, რა დროსაც მამაკაცმა დამწვრობა მიიღო. შემთხვევის ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა....

დაწვრილებითDetails

კობახიძემ მდინარაძეს სუს-ის ვიცე-პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 10, 2026
0
კობახიძემ მდინარაძეს სუს-ის ვიცე-პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა
მთავარი

ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს სუს-ის ვიცე-პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა. განკარგულებას ხელი კობახიძემ უკვე მოაწერა. “სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის 5° მუხლის, მე-7 მუხლის 2! პუნქტისა და მე-8 მუხლის საფუძველზე, საქართველოს...

დაწვრილებითDetails

კობახიძემ მოჯთაბა ხამენეის ირანის უმაღლეს ლიდერად არჩევა მიულოცა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 10, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ირაკლი კობახიძემ მოჯთაბა ხამენეის ირანის უმაღლეს ლიდერად არჩევა მიულოცა საქართველოს მთავრობის სახელით. “საქართველოს მთავრობის სახელით, გილოცავთ ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევას. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორ ქვეყანას და ხალხს...

დაწვრილებითDetails

გაფრთხილება მძღოლებს – ჯარიმები კვლავ გაიზარდა

by მეგა TV
მარტი 10, 2026
0
-15 ქულა და ჯარიმა 2000 ლარი – მნიშვნელოვანი ცვლილებები მძღოლებისთვის
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მთავარ მიზანს საგზაო წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. როგორც შსს-ს ინფორმაციაშია ნათქვამი, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო...

დაწვრილებითDetails

გია ხუხაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

by მეგა TV
მარტი 10, 2026
0
გია ხუხაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს
მთავარი

ექსპერტი, გია ხუხაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს. მათივე ცნობით, ხუხაშვილი გამოკითხვაზე 12:00 საათზეა დაბარებული. უწყებაში არ განმარტავენ, კონკრეტულად რასთან დაკავშირებით არის ხუხაშვილი დაბარებული გამოკითხვაზე.

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"