LIVE TV
კვირა, იანვარი 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

6 დიდი ჰიდროელექტროსადგური, რომლებმაც მსოფლიოს დიდ ქალაქებს უბედურება მოუტანა (+ფოტო/ვიდეო)

დაპოსტა 2020/09/28-ში
7k
ნახვა
გაზიარება

იტუანგოს კაშხალი – 2018 წელს კოლუმბიაში ყველაზე დიდი უბედურება მოხდა, იტუანგოს კაშხალი (ერთ-ერთი უდიდესი კაშხმსოფლიოში) ჩამოინგრაალი , რომელმაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. კაშხალი მშენებლობის ბოლო ეტაპზე იყო, როდესაც იმ გვირაბის გაწმენდა გადაწყვიტეს, რომელიც ჰესის მუშაობას ხელს უშლიდა, სწორედ ამ დროს წყლის დიდი ნაკადი წამოვიდა, რამაც მასიური დატბორვა გამოიწვია. კატასტროფამ 120 000 ზე მეტი ადამიანი დააზარალა და უსახლკაროდ დატოვა .

ბანკიაოს კაშხალი – ჩინეთში 1975 წლის აგვისტოში წყალდიდობის შედეგად ბანკიაოს უდიდესი კაშხალი ჩამოიშალა, რომელმაც 10,15 მილიონი ადამიანი დააზარალა და 12,000 კვადრატული კილომეტრის მიმდებარე (ან 3 მილიონი ჰექტარი) 30 ქალაქი დატბორა. სავარაუდოდ დაიღუპა ათობით ათასიდან 240 000-მდე ადამიანი.

საიაო-შუშენსკაიას კაშხალი – 2009 წლის 17 აგვისტოს დილით, სამხრეთ ციმბირში, საიანო-შუშენსკაიას ჰიდროელექტროსადგურში ტურბინმა იფეთქა, რის შედეგადაც ოთახში ქვები, ლითონის ნატეხები და ყინულოვანი წყლის წყალდიდობა მოვარდა. დარბაზის ჭერი ჩამოინგრა, ხალხი კი, წყლის ქვეშ ჩააგდო. საბოლოოდ, 75 ადამიანი დაიღუპა და ასობით ათასი ადამიანი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე.

ბოლდუინ ჰილსის კაშხალი – კატასტროფა 1963 წლის14 დეკემბერს, ბოლდუინ ჰილსის სამხრეთ ლოს-ანჯელესის სამეზობლოში მოხდა. წყლის დიდი ნაკადის გაჟონვის შედეგად აღმოსავლეთ ნაწილი და მის მიმდებარე საცხოვრებელი უბნები სრულად დაიტბორა. სამი საათის შემდეგ კაშხალი ჩამოინგრა. შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 277 სახლი კი განადგურდა.

ოროვილის კაშხალი – ყველაზე მაღალი კაშხალია აშშ-ში და ემსახურება ძირითადად წყალმომარაგებას, ჰიდროელექტროენერგიის წარმოებას და წყალდიდობის კონტროლს. 2017 წლის თებერვალში ოროვილის კაშხლი დაზიანდა, რამაც 180,000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გამოიწვია, რადგან მიმდებარე ტერიტორია სრულად დაიტბორა.

ვაჟონტის კაშხალი – 1963 წლის 9 ოქტომბერს, 22 საათსა და 39 წუთზე, გონტე ტოკის მწვერვალთან, კლდე ჩამოიშალა და იგი ვაჟონტის კაშხლის წყალსაცავში ჩავარდ, რის შედეგადაც წარმოქმნა უზარმაზარი ტალღა, მინიმუმ 50 მილიონი კუბური მეტრი წყალი. კაშხალს, რომელიც დასრულდა 1959 წელს და ერთ-ერთი ყველაზე დიდი იყო იმ დროს მსოფლიოში, სერიოზული ზიანი არ მიადგა, თუმცა წყალდიდობამ ხეობაში რამდენიმე სოფელი გაანადგურა და თითქმის 2000 ადამიანი იმსხვერპლა. კაშხლის ქვემოთ მდებარე უდიდესი სოფელი ლონგარონეს მოსახლეობის მესამედი დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში 2017 წელს  ,,შუახევის ჰესი” ჩამოიშალა, რომელიც იმავე კომპანიის აშენებულია, რომელიც ამჟამად ნამოხვან ჰესს აშენებს. 

  • შუახევის ჰესი- ჰესის სამიდან ორი გვირაბი 2017 წლის აგვისტოში რამდენიმე ადგილას ჩამოიშალა მას შემდეგ, რაც კაშხალი და გვირაბები წყლით შეავსეს. კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“-ში აცხადებენ, რომ მეორე გვირაბში ორ ადგილას, მესამეში კი ექვს ადგილას ქანები ნაწილობრივ ჩამოიშალა. როგორც კომპანიის მშენებელი ინჟინერი გიორგი ნიკოლიშვილი ამბობს:
    „ხუთი კლასის გეოლოგიად იყო დაყოფილი და შესაბამისი ხუთი ტიპის გამაგრება იყო შერჩეული გვირაბებისთვის. მაგრამ როგორც კვლევებიდან ირკვევა, არადამახასიათებელი გეოლოგიური მდგომარეობის გამო, გარკვეულ ადგილებზე განსაზღვრა საწყის ეტაპზე ჩატარებული კვლევებით თითქმის შეუძლებელი იყო. სწორედ არადამახასიათებელმა გეოლოგიურმა პირობებმა შექმნა ვითარება, რომ ის გამაგრების ტიპი, რაც ჩვენ გვქონდა კონკრეტულ ადგილზე შერჩეული გვირაბისთვის, არ გამოდგა საკმარისი. ეს ნიშნავს, რომ გეოლოგიურმა ქანებმა ისეთი თვისებები გამოავლინა, რაც არ იყო პროგნოზირებადი.“

ვიდეო, სადაც ჩანს ჩამოშლილი კაშხლები და ასევე წყლის გაჟონვის შედეგად გამოწვეული კატასტროფები :

გაზიარება2793

დაკავშირებული -პოსტები

“აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას” – გია ვოლსკი

იანვარი 24, 2026
80
მთავარი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, აუცილებელია იმ მარშრუტის ზედმიწევნის ცოდნა, რომელსაც საქონელი დახლებამდე გადის, რათა გაირკვეს, თუ რა წარმოქმნის იმ ფასნამატს, „რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს“. როგორც გია ვოლსკიმ, სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირებასთან...

დაწვრილებითDetails

სიახლე ექთნებისა და მეან-ექთნებისის – ნახეთ რა გევალებათ

იანვარი 24, 2026
963
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება. შედეგად, ექთნებს რეესტრში ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ცვლილებები კი 2026 წლის 26 იანვრიდან ამოქმედდება. „ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის წარმოება სახელმწიფო...

დაწვრილებითDetails

ავადმყოფი ერი ვართ? არა, მაშინ რა ხდება?- კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყნებს

იანვარი 24, 2026
2.1k
მთავარი

კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყენებს. "რატომ გახდა კარდიოქირურგია "ცეხავიკების" საქმე?"- სვამს ის კითხვას და სამედიცინო სექტორში არსებულ  მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს: "კომენტარად დავწერე და ვფიქრობ გასტატუსება არ იქნება ურიგო: რატომ გახდა...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

იანვარი 24, 2026
243
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რუსთავში, არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ასევე არასრულწლოვანია. შემთხვევა გუშინ მოხდა. ფაქტს წინ, სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც 16 წლის...

დაწვრილებითDetails

„ქართული ოცნების” მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ – ჰელსინკის კომისია ბრიფინგს გამართავს

იანვარი 24, 2026
42
მთავარი

ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს გამართავს, - ამის შესახებ ინფორმაცია კომისიის ვებგვერდზეა განთავსებული. კომისიის ცნობით, ბრიფინგი, სახელწოდებით „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“, 28 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე...

დაწვრილებითDetails

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს

იანვარი 24, 2026
274
მთავარი

გერმანიაში, ქალაქ დუისბურგში, საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას გერმანული მედია "PRESSPORTAL" ავრცელებს. დუისბურგში გერმანიის პოლიციის თანამშრომლებმა 38 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს. მამაკაცი რომელზეც ძარცვისთვის დაკავების ორდერი წინასწარ იქნა გაცემული, ქუჩაში შემოწმების დროს...

დაწვრილებითDetails

ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო

იანვარი 24, 2026
28
მთავარი

ბათუმში, ჩაქვის დასახლების ტერიტორიაზე მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში, 26 696 კვადრატულ მეტრ ფართობზე გათვალისწინებულია მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის ორი იდენტური ბლოკის მოწყობა. ბლოკებში განთავსდება 180 დამოუკიდებელი ვოლიერი,...

დაწვრილებითDetails

ოსკარის ნომინანტები ცნობილია

იანვარი 24, 2026
42
მთავარი

ამერიკის კინოაკადემიამ წლევანდელი ოსკარების ნომინანტები დაასახელა. 13 ნომინაციით ამერიკული ფილმი, პოლ თომას ანდერსონის ბრძოლა ბრძოლის შემდეგ ლიდერობს. 9-9 ნომინაცია მიიღო მარტი დიდებულმა და ფრანკენშტეინმა ოსკარის დაჯილდოების ცერემონია თბილისის დროით 17 მარტს, 4:00 საათზე გაიმართება. 2026 წლის...

დაწვრილებითDetails

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის – ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

იანვარი 24, 2026
27
ფოტო: მარიამ ნიკურაძე
მთავარი

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის - ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედ ყველა საერთაშორისო სტანდარტს და ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი, - ასე ეხმაურება „საერთაშორისო...

დაწვრილებითDetails

ცვლილება ჯანდაცვის სფეროში, რომელიც 26 იანვრიდან ამოქმედდება

იანვარი 24, 2026
63
xr:d:DAFHIEqHaUk:5,j:31316064576,t:22072217
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება, რომლის ფარგლებში მათ ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ხოლო ახალი რეგულაციები ძალაში 2026 წლის 26 იანვრიდან შევა. დოკუმენტის მიხედვით, რეესტრი უზრუნველყოფს...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».