“მეგა ტვ”-მა ამჯერად ტრენინგი ძელქვიანის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართა. შეხვედრა #17- ბიბლიოთეკაში პროექტის „სამოქალაქო გაძლიერების ხელშეწყობა“- ფარგლებში შედგა. ტრენინგი მონაწილეთა მეტ ინფორმირებულობას ითვალიწინებდა, მათი როგორც მოქალაქეების უფლებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის, როგორც სახელმწიფო უწყების უფლება მოვალეობისა და როლის შესახებ. ხაზი გაესვა იმ საკანონმდებლო მექანიზმებსაც, რომელთა გამოყენებაც მოქალაქეებს შეუძლიათ იმ პრობლემების გადაჭრა-მოგვარებისათვის, რაც მათ უბანში დასახლებასა თუ ქალაქში არსებობს. ხაზი გაესვა სამოქალაქო აქტივიზმის, როლს და მის მნიშვნელობას.
აჭარის ტელევიზიიდან ჟურნალისტების გათავისუფლება უსამართლო და დაუსაბუთებელია – ქარტია:
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან 14 თანამშრომლის გათავისუფლებას უსამართლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს. ქარტია მაუწყებლის მენეჯმენტს სამართლიანობისკენ, რეორგანიზაციის პროცესში კი გათავისუფლებებთან დაკავშირებით მეტი გამჭვირვალობისა და სიცხადისკენ მოუწოდებს. 2...









