“მეგა ტვ”-მა ამჯერად ტრენინგი ძელქვიანის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართა. შეხვედრა #17- ბიბლიოთეკაში პროექტის „სამოქალაქო გაძლიერების ხელშეწყობა“- ფარგლებში შედგა. ტრენინგი მონაწილეთა მეტ ინფორმირებულობას ითვალიწინებდა, მათი როგორც მოქალაქეების უფლებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის, როგორც სახელმწიფო უწყების უფლება მოვალეობისა და როლის შესახებ. ხაზი გაესვა იმ საკანონმდებლო მექანიზმებსაც, რომელთა გამოყენებაც მოქალაქეებს შეუძლიათ იმ პრობლემების გადაჭრა-მოგვარებისათვის, რაც მათ უბანში დასახლებასა თუ ქალაქში არსებობს. ხაზი გაესვა სამოქალაქო აქტივიზმის, როლს და მის მნიშვნელობას.
ძლიერი წვიმა, სეტყვა, ქარი – გაფრთხილება მოსახლეობას
29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე...









