კორონავირუსით ინფიცირებული 77 ქალი, რომლის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, გარდაიცვალა. პაციენტი მკურნალობის კურსს „კლინიკა ბომონდი“-ს კოვიდკლინიკაში გადიოდა.
ქალბატონი კლინიკაში დადასტურებული კოვიდინფექციით ბათუმის რეფერალური საავადმყოფოდან 20 სექტემბერს, 07:00 საათზე, მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანეს.
„პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შემოყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდაც რთული ანამნეზი. აღენიშნებოდა გულის იშემიური დაავადება, ორმხრივი მწვავე პნევმონია, თავის ტვინის ქერქის ატროფია, დაუზუსტებელი მწვავე ინსულტი, ქრონიკული უკმარისობის მეოთხე ფუნქციური კლასი და შაქრიანი დიაბეტი. მაშინვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა,“- ამბობს „კლინიკა ბომონდი“-ს კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.
ბომონდის კოვიდცენტრში ამ დროისათვის 83 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. მათ შორის 15 ბავშვი, 8 ორსული და 1 მელოგინეა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მძიმედ ფასდება აჭარის ხანდაზმულთა პანსიონატიდან გადმოყვანილი ხანდაზმული ქალბატონის მდგომარეობა.
ნანა იყო ადამიანი, რომელიც თეატრს არა მხოლოდ წარმოადგენდა, არამედ გულით ატარებდა – გარდაიცვალა ნანა ქაჯაია
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნანა ქაჯაია გარდიცვალა. მესხიშვილის თეატრი სამძიმრს წერილს აქვეყნებს: "არიან ადამიანები, რომლებიც ხშირად კულისებში რჩებიან, მაგრამ თეატრის ყოველდღიურ ცხოვრებას სწორედ...










