LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“Facebook-ის განცხადება, რეაგირებას საჭიროებს – გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს” – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“

Facebook-ი საქართველოში ფაქტების გადამოწმების პროგრამას გაუშვებს

დაპოსტა 2020/09/17-ში
A A
9.5k
ნახვა
გაზიარება

Facebook-ი საქართველოში ფაქტების გადამოწმების პროგრამას გაუშვებს. ამის შესახებ Facebook-ის წარმომადგენლებმა ქართველ ჟურნალისტებთან ვიდეოკონფერენციისას განაცხადეს. მათივე ცნობით, დეზინფორმაციასთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, Facebook-ი მსოფლიოს მასშტაბით ფაქტების გადამოწმების არაერთ პორტალთან თანამშრომლობს. ეს ორგანიზაციები კონტენტის სიზუსტეს განიხილავენ, შეფასებას აძლევენ და შემდეგ ამ ინფორმაციას Facebook-ს აწვდიან.

ამიერიდან, Facebook-ი მსგავს პროგრამას, Fact Check Georgia-სა და მითების დეტექტორთან პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოშიც აამოქმედებს. Facebook-ის ინფორმაციით, მითების დეტექტორი, ისევე, როგორც Fact Check Georgia სერტიფიცირებულია ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის მიერ.

„აღნიშნული პროგრამის გაშვების შედეგად, ინფორმაციას, რომელსაც ფაქტების გადამოწმების პორტალი სიყალბედ შეაფასებს, Facebook-ი საინფორმაციო ველის (News feed) ქვედა ნაწილში განათავსებს. ეს ნიშანდობლივად შეამცირებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას და ასევე, შემცირდება იმ მომხმარებელთა რიცხვი, რომელსაც, შესაძლოა, დეზინფორმაცია მიეწოდოს.

გვერდებსა და ანგარიშებს, რომლებიც პერიოდულად ეცდებიან, გააზიარონ ცრუ ინფორმაცია, ავტომატურად შეეზღუდებათ მონეტიზაციისა და რეკლამის განთავსების შესაძლებლობები.

დამატებით, ფაქტების გადამოწმების პორტალის მიერ, ცრუ ინფორმაციად შეფასებულ პოსტებს Facebook-ი თვალსაჩინოდ მონიშნავს. ამით, მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, გამოარჩიონ, სიმართლეა თუ არა პოსტი, რომელსაც ხედავენ, ან რომლის გაზიარებაც სურთ.

გვიხარია, რომ Fact Check Georgia-სა და მითების დეტექტორთან თანამშრომლობის შედეგად, საქართველოში ფაქტების გადამოწმების პროგრამას გავუშვებთ. დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას ჩვენ საკმაოდ სერიოზულად ვეკიდებით. ამიტომ, მუდმივად ვმუშაობთ და ვცდილობთ, გამოვნახოთ გზები, რომ ხელი შევუშალოთ ჩვენს პლატფორმაზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებას,“ – განაცხადა Facebook-ის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების მენეჯერმა, სოფი აიარსიმ.

სოციალური ქსელის წარმომადგენლების ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა Facebook-ის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის ნაწილია. სტრატეგია ახალი ამბების ავთენტურობის დადგენასა და მათი ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. სტრატეგიის მიხედვით, Facebook-ი აუქმებს ანგარიშებს და შლის კონტენტს, რომელიც არღვევს კომპანიის მიერ დაწესებულ სტანდარტებს ან სარეკლამო პოლიტიკას. შედეგად, მცირდება ცრუ ინფორმაციისა და არაავთენტური კონტენტის გავრცელების შანსი.

“დაარსების დღიდან, ანუ 2013 წლიდან, Fact Check Georgia ცდილობს, ხელი შეუწყოს დეზინფორმაციის გავრცელების შემცირებასა და საინფორმაციო სივრცეში სიმართლის გავრცელებას. Facebook-თან პარტნიორობა არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ ჩვენი მუშაობა იყოს ბევრად უფრო ეფექტური. ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს, გვქონდეს წვდომა Facebook-ის ათასობით მომხმარებელზე, რომელიც, შესაძლოა, იყოს დეზინფორმაციის მსხვერპლი. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი პარტნიორობა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე შედგა. ეს კი დაგვეხმარება, რომ სოციალურ მედიაში დეზინფორმაციის ვირუსული გავრცელება მინიმუმამდე დავიყვანოთ და, შესაბამისად, არჩევნების დემოკრატიულ საფუძვლებსაც საფრთხე ნაკლებად დაემუქრება,“- განაცხადა Fact Check Georgia-ს დამფუძნებელმა პაატა გაფრინდაშვილმა.

„მითების დეტექტორის“ დამფუძნებელისა და მთავარი რედაქტორის თამარ კინწურაშვილის განცხადებით, როდესაც პლურალისტური პლატფორმები და ისეთი დემოკრატიული ინსტიტუტები, როგორიცაა მედია, ბოროტად გამოიყენება, ფაქტების გადამოწმების პლატფორმის მოვალეობაა, ამის შესახებ საზოგადოებას შეატყობინოს.

„მედიის განვითარების ფონდმა (MDF) ფაქტების გადამოწმებისა და მითების გამოვლენის პლატფორმა „მითების დეტექტორი“ 2014 წელს შექმნა. ეს პლატფორმა შეიქმნა სიმართლის დასადგენად და დეზინფორმაციის შესახებ საზოგადოებისა და ინსტიტუტების ინფორმირებისთვის. ჩვენ უნდა შევძლოთ და სანდო მედია პლატფორმების მიმართ საზოგადოების ნდობა შევინარჩუნოთ. დემოკრატიულ საზოგადოებას უნდა შეეძლოს, განასხვაოს დეზინფორმაცია სიმართლისგან, რათა გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. საქართველოში Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის გაფართოება ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, საპარლამენტო არჩევნების წინ. ეს პროგრამა საარჩევნო პროცესის დეზინფორმაციისგან დასაცავად დაგვეხმარება,“ – აღნიშნავს „მითების დეტექტორის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი თამარ კინწურაშვილი.

სოფი აიარსის ინფორმაციით, დღეისათვის, Facebook-ს მსოფლიოს მასშტაბით 70-ზე მეტი პარტნიორი ჰყავს, რომელიც 50 ენაზე ფაქტების გადამოწმებაზე მუშაობს. კომპანია განაგრძობს ინვესტიციების ჩადებას, რათა ცრუ ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო მასშტაბური გახადოს.

გაზიარება3798

დაკავშირებული -პოსტები

დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა – თურქეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა – თურქეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
მთავარი

თურქეთის ქალაქ იზმირში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. 53 წლის გია ელიაშვილი, წარმოშობით სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორიდან იყო. ის თურქეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. ოჯახის ახლობლებმა გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან” უთხრეს, რომ მამაკაცს...

დაწვრილებითDetails

ბევრჯერ გადატრიალებული მანქანის ფანჯრიდან ცოცხალი რომ ამოვედი – რას წერს მძიმე ავარიას გადარჩენილი ქალი

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
ბევრჯერ გადატრიალებული მანქანის ფანჯრიდან ცოცხალი რომ ამოვედი – რას წერს მძიმე ავარიას გადარჩენილი ქალი
მთავარი

თუშეთიში, ავარიის შემდეგ გადარჩენილი მგზავრი, ტასო მოდებაძე: ბევრჯერ გადატრიალებული მანქანის ფანჯრიდან ცოცხალი რომ ამოვედი, პირველად მაშინ გავიაზრე, რომ ჩემს თავს სასწაული მოხდა. მეორედ კი მაშინ, როცა ელე ვიპოვნეთ თითქმის უგონო...

დაწვრილებითDetails

კურორტ გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
კურორტ გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა
მთავარი

დღეს, 7 სექტემბერს, კურორტ გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა. კურორტთან მისასვლელი გზა ჩაკეტილია. კურორტზე მყოფი მოქალაქეების თქმით, მეწყერი დილის საათებში ჩამოწვა კურორტზე ასასვლელი გზის დაახლოებით შუა ნაწილში. ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო...

დაწვრილებითDetails

გორდში დათვი მოსახლის ეზოში შევიდა და მოსავალი გაანადგურა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
გორდში დათვი მოსახლის ეზოში შევიდა და მოსავალი გაანადგურა
მთავარი

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში დათვი მოსახლის ეზოში შევიდა და მოსავალი გაანადგურა. როგორც ადგილობრივები "მეგა ტვ"-თან ამბობენ, გორდის დასახლებულ უბანში, დათვი ასე ახლოს პირველად გამოჩნდა და შემოსავალი გაუნადგურა. "სოფელში გარეული ცხოველებისგან...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 4 სამრთალდარღვევა გამოვლინდა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
მთავარი

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, სამართალდარღვევის 25 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 21 ხე-ტყის უკანონო მოპოვებას, მათ შორის, უკანონო მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირებას უკავშირდება. გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგად, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა...

დაწვრილებითDetails

პორტალი ისეა გახსნილი – გოგა მანია საზოგადოებას აფრთხილებს

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
„დიდი ამბები იქნება, გაიგებთ, რომ ის არ მომკვდარა! ის ცოცხალია!…“ – გოგა მანია
მთავარი

ეზოთერიკოსი გოგა მანია ზოდიაქოს რამდენიმე ნიშნისთვის მნიშვნელოვან პერიოდზე საუბრობს და მათ გარკვეულ რჩევებს აძლევს. მისი თქმით, სექტემბრის ფავორიტი ნიშნებია: 1) კირჩხიბი  - კირჩხიბებმა უკვე გაიარეს ტკივილი და ზეწოლა, ეს პერიოდი...

დაწვრილებითDetails

ამინდი უარესდება – გაფრთხილება მოსახლეობას

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე მოსალოდნელი ამინდის შესახებ წერს და საზოგადოებას აფრთხილებს. „კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, დღეს 7 სექტემბრის დილიდან 8 სექტემბრის შუადღემდე,  საქართველოში ამინდი მნიშვნელოვნად  გაუარესდება, დასავლეთში ყველგან, აღმოსავლეთში კი ზოგან მოსალოდნელია...

დაწვრილებითDetails

ცნობილია გორში, ავარიის შემდეგ გარდაცვლილი გოგოს ვინაობა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
ცნობილია გორში, ავარიის შემდეგ გარდაცვლილი გოგოს ვინაობა
მთავარი

გორის მუნიციპალიტეტში მომხდარ მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევას, 14 წლის მარიამ წიკლაური ემსხვერპლა. "ვიღაცის მუცლის ხეთქვის გამო ანგელოზები კვდებიან. როგორ მეცოდები, მარიამ და ვაიმე, შენს დედას, როგორ ვუთხრა სამძიმარი შვილო..." - წერს...

დაწვრილებითDetails

გონიოში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა – დაშავდა 5 ადამიანი

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

გონიო-ბათუმის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები ბათუმის კლინიკებში არიან გადაყვანილი. ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი მანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახა. ადგილზე...

დაწვრილებითDetails

იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 6, 2026
0
სომხეთში ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით ორი რუსი სამხედრო დააკავეს
მთავარი

იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.  35 წლის კაცს რესტორანში, ჩანთის მოპარვას ედავებიან, რომელშიც 2 000 ევრო იდო. იტალიის ქალაქ ნოვენტა-დი-პიავეში სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. 35 წლის მამაკაცი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"