დღეს, 11 სექტემბერს, შინდისის გმირის, შმაგი კუპატაძის დაბადების დღეა!
ჭიათურის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ბიწაძემ, ჭიათურის მაჟორიტარ დეპუტატთან სულხან მახათაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად აგვისტოს ომის გმირის, შმაგი კუპატაძის ხსოვნას პატივი მიაგო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა გმირის საფლავი ყვავილებით შეამკეს, აგვისტოს ომის ისტორია გაიხსენეს და შინდისის გმირების ღვაწლზე ისაუბრეს.
დღესვე შმაგი კუპატაძის საფლავზე მამა ამირან მოდებაძემ პანაშვიდი გადაიხადა.
შმაგი კუპატაძე 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან ბრძოლის დროს დაიღუპა. ეს ბრძოლა საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გმირული ფურცელია.
საქართველოში იმყოფება აშშ-ის საელჩო, ის ფაქტობრივად არის სამიზნე – ვახტანგ კაპანაძე
ვუშვებ შესაძლებლობას საქართველოში იმყოფება აშშ-ის საელჩო, ის ფაქტობრივად არის სამიზნე ირანის შეიარაღებული ძალებისთვის, ირანის ხელისუფლებისთვის, - ასე პასუხობს გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე შეკითხვას, უშვებთ თუ არა იმას, რომ ირანმა პირდაპირ მიაყენოს დარტყმა...










