დღეს, 11 სექტემბერს, შინდისის გმირის, შმაგი კუპატაძის დაბადების დღეა!
ჭიათურის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ბიწაძემ, ჭიათურის მაჟორიტარ დეპუტატთან სულხან მახათაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად აგვისტოს ომის გმირის, შმაგი კუპატაძის ხსოვნას პატივი მიაგო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა გმირის საფლავი ყვავილებით შეამკეს, აგვისტოს ომის ისტორია გაიხსენეს და შინდისის გმირების ღვაწლზე ისაუბრეს.
დღესვე შმაგი კუპატაძის საფლავზე მამა ამირან მოდებაძემ პანაშვიდი გადაიხადა.
შმაგი კუპატაძე 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან ბრძოლის დროს დაიღუპა. ეს ბრძოლა საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გმირული ფურცელია.
ავტომობილი მოსწავკეს დაეჯახა, მოზარდა საავადმყოფოში გარდაიცვალა
“კიდევ ერთი მსხვერპლიანი ავარია გორში. როგორც ჩანს გორში მომხდარი ტრაგედია, როცა მთვრალმა მძღოლმა დედა-შვილი დახოცა, ბევრისთვის ჭკუის სასწავლებელი არ აღმოჩნდა. წუხელ მანქანა სკოლის მოსწავლეს დაეჯახა. მძღოლი სავარაუდოდ მთვრალი იყო. მოსწავლე...










