სოფელ გეგუთში, ვარციხ-ჰესის დასახლებაში, მრავალბინიანი სახლის სადრენაჟო და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, – ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ამ პრობლემის მოგვარებას ადგილობრივი მოსახლეობა მუდმივად ითხოვდა.
სამუშაოებს შპს. „ქუთაის წყალმშენი ახორციელებს“, ამ პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 61 699 ლარი იხარჯება.
სანიაღვრე არხების და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება მიმდინარეობს ქალაქ წყალტუბოში, ნინოშვილის და ავალიანის ქუჩებზე, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 90 869 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს შპს. „მიმდემი“ ახორციელებს.
სამუშაოები დღეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა პირველ მოადგილესთან, ზურაბ მაისურაძესთან ერთად დაათვალიერა.
„საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან გამართული საცხოვრებელი პირობები ნიშნავს უფრო მეტ კმაყოფილ მოქალაქეს, ჯანსაღ გარემოს და მეტ ტურისტს ჩვენს ქალაქში“ – აცხადებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.
“ვერანაირი გოგი, ვერანაირი ზაზა და ვერც პუტინის მეგობარი ბიძინა ვერ შეგვაჩერებს!”-გიორგი გაბუნია
"იმ დროს, როდესაც ქართველი ხალხი ქუჩაში იბრძვის თავისი უფლებების დასაცავად და არალეგიტიმური ხელისუფლების მოსაცილებლად, როდესაც მომიტინგეებზე ღიად ძალადობენ, სასტიკად აწამებენ, ძარცვავენ, უკანონოდ აკავებენ, ასამართლებენ და ციხეებში ყრიან, და როდესაც ამ...