ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსი ქვეითს დაეჯახა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი კლინიკაშია გადაყვანილი.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. რაც გულისხმობს ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.