ქუთაისში გარემოვაჭრეთა ნაწილი დახმარებას ითხოვს. ისინი 300 ლარიანი ერთჯერადი ფულადი დახმარების მისაღებად კიდევ ერთხელ დროის გამოყოფას ითხოვენ. როგორც მათ განმარტეს განცხადებების შევსება დასაქმების დამადასტურებელი დოკუმენტის არ არსებობის გამო ვერ შეძლეს და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დარჩნენ. გარემოვაჭრეთა თქმით სამართლიან ქვეყანაში მსგავსი საბუთები ხელისუფლებას მათთვის არ უნდა მოეთხოვათ და ერთჯერადი დახმარება მოსახლეობაზე უპირობოდ უნდა გაეცათ.
გარდაცვლილი 3 და დაკრძალეს
ყულიშკარში გარდაცვლილი 3 და დაკრძალეს. მათი ცხედრები იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ ექსპერტიზის შემდეგ პირდაპირ სასაფლაოზე გადაასვენეს. ნაირა, დალი და ლორიტა როგავები საკუთარ სახლში გარდაცვლილები მეზობლებმა იპოვეს. ერთ-ერთ ვერსიად საკვებით...









