LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ვინ არის იმერელი პედაგოგი, რომელიც “მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” ფინალისტი გახდა

ვინ არის იმერელი პედაგოგი, რომელიც “მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” ფინალისტი გახდა

დაპოსტა 2020/09/09-ში
A A
452
ნახვა
გაზიარება

გასულ კვირას ცნობილი გახდა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ 5 ფინალისტის ვინაობა. „პუბლიკა“ ფინალისტებს მათი პედაგოგიური პრაქტიკის შესახებ ესაუბრა; გამოჰიკთხა, რა შესაძლებლობებისა და გამოწვევების წინაშე აყენებს მათ ქვეყნის საუკეთესო ხუთ მასწავლებელს შორის ყოფნა.

ერთ-ერთი ფინალისტი ელზა ხარშილაძეა, რომელიც შვიდი წელია მასწავლებელია. ის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლაში ფიზიკას ასწავლის. გვეუბნება, რომ ფინალისტობა მისთვის პირველ რიგში ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რომ კონკურსის მონაწილე პედაგოგებმა ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან საკუთარი გამოცდილება და შესაძლებლობები ერთმანეთს გაუზიარონ.

ელზა ხარშილაძის თქმით, მის პედაგოგიურ საქმიანობაში ერთ-ერთი მთავარი წარმატება ისაა, რომ ფიზიკის საგნისადმი მოსწავლეებისა და მშობლების დამოკიდებულება ნელ-ნელა შეცვალა.

„ხშირად შემხვედრია დამოკიდებულება, რომ ფიზიკის სწავლა რთულია. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ გავაქარწყლო ეს სტერეოტიპი. ყველა საგანს თავისი ხიბლი აქვს, რომელიც პედაგოგმა მოსწავლეს უნდა დაანახოს. ჩემთვის წარმატებაა ის, რომ  მოსწავლეები ხალისით ესწრებიან ჩემს გაკვეთილებს. მთავარი ღირებულებაა, ისეთი საკლასო გარემო შევუქმნა მათ, რომ თავი თავისუფლად იგრძნონ, საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება მიეცეთ. თავიდან სკოლაში ცარიელი ფიზიკის კაბინეტი დამხვდა, არანაირი ტექნიკური აღჭურვილობა არ გვქონდა, ამას ემატებოდა საბუნებისმეტყველო საგნებისადმი დაბალი ინტერესი, ეს ყველაფერი დიდი გამოწვევა იყო მაღალმთიანი სოფლის მცირეკონტინგენტიანი სკოლისთვის, მაგრამ ნელ-ნელა ეს პრობლემები საკუთარი ძალებითა და სკოლის ადმინისტრაციის დახმარებით დავძლიეთ, ახლა აღჭურვილი ლაბორატორია გვაქვს, დამოკიდებულებაც შეიცვალა“, – ამბობს ელზა ხარშილაძე.

კიდევ ერთი ფინალისტი, ანა კინწურაშვილი „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე“ საკუთარმა მოსწავლეებმა წარადგინეს, ამიტომ ფიქრობს, რომ ფინალისტობა ორმაგი პასუხისმგებლობაა მოსწავლეების წინაშე. ის კერძო სკოლა „ქორალში“ შვიდი წელია, რაც მათემატიკას ასწავლის. ამბობს, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეს გაკვეთილზე დასწრება უხაროდეს, საკლასო აქტივობებში მონაწილეობა მხოლოდ ვალდებულება კი არ იყოს, არამედ თავადვე იყვნენ ინიციატორები, საინტერესო პროექტები დაგეგმონ და განახორციელონ:

„ხშირად ბავშვები მათემატიკას რთულად სწავლობენ, იმიტომ, რომ ეშინიათ კითხვის დასმა. სწორედ ამიტომ პირველ რიგში გაკვეთილზე უნდა იყოს ისეთი გარემო, სადაც ბავშვს საკუთარი აზრის გამოხატვის არ ეშინია. იცის რომ მოუსმენენ, გაარკვევენ, დაეხმარებიან, თუ რამე ვერ გაიგო. ორიენტირებული ვარ არა მხოლოდ საგნის სწავლებაზე, არამედ იმაზეც, რომ ჩემი მოსწავლეები კარგი მოქალაქეები გაიზარდონ, ხშირად ვიღებთ მონაწილეობას საქველმოქმედო ღონისძიებებში. მთავარია ბავშვებში ჯანსაღი ღირებულებების სისტემის ჩამოყალიბება“.

მარინე ვართუმაშვილი გორის მე-12 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელია, მას პედაგოგად მუშაობის 14-წლიანი გამოცდილება აქვს. მიიჩნევს, რომ პედაგოგი პირველ რიგში მოსწავლის მხარდამჭერი უნდა იყოს, მათი ინდივიდუალური შესაძლებლობები უნდა გაითვალისწინოს, რათა სკოლა ამ შესაძლებლობებისა და უნარების განვითარების ასპარეზად აქციოს. სწორედ ამიტომ მიიჩნევს, რომ საქმიანობისას მისი ყველა აქტივობა მოსწავლის ინტერესებზეა გათვლილი.

„პედაგოგისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა სიახლეებთან გამკლავებაა, არასდროს არ უნდა გაუქრეს ახლის სწავლის სურვილი და შემდგომ ამ ცოდის სხვებისთვის გაზარება შეეძლოს. ეს კარგად დაგვანახა პანდემიის პირობებში ონლაინსწავლებაზე გადასვლის საჭიროებამ. ასევე ჩემთვის მთავარი პრინციპია მოსწავლეებისადმი ინდივიდუალური მიდგომა, სწავლა-სწავლების პროცესში მათი შესაძლებლობებისა და საჭიროებების გათვალისწინება“,- გვითხრა მარინე ვართუმაშვილმა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალში წელს პირველად მოხვდა პედაგოგი რაჭა-ლეჩხუმიდან. თეონა შერაზადიშვილი 27 წელია პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. ის ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის და სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია.

„მასწავლებელი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს, მუდმივად უნდა მუშაობდეს იმისთვის, რომ მოსწავლეების მიღწევები გააუმჯობესოს. თუკი პედაგოგი საკუთარ თავში ამ მოტივაციას იპოვის, არაფერია შეუძლებელი. ემპათია, მოსმენის, გაგების, თანაგრძნობის უნარი – ვფიქრობ, ყველაზე მეტად ეს უნარები მეხმარება მოსწავლეებთან სწორ კომუნიკაციაში. სწორი ურთიერთობა მოსწავლესთან ყველაფრის დასაწყისია. თუ  მოსწავლესთან, მშობელთან, თემთან სწორ კომუნიკაციას ვერ ამყარებ, იქ სხვა საკითხებზე საუბარი უკვე შეუძლებელია. ამ წლების განმავლობაში დიდი პრაქტიკული გამოცდილება დამიგროვდა. ვერ ვიტყვი რომ არასდროს არაფერი შემშლია. მთავარია, პედაგოგს თვითრეფლექსიის გაკეთება შეეძლოს. გააცნობიეროს, რა გამოუვიდა კარგად, სად შეეშალა, ამ პრინციპითვე მოსწავლეს საკუთარი შესაძლებლობები უნდა დაანახოს, რომ მერე მათ განვითარებაში შეუწყოს ხელი“.

კიდევ ერთი ფინალისტია სოფო გოგოხია. ის 14 წელზე მეტია პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა, ბოლო 7 წელი კი აფხაზეთის N10 საჯარო სკოლაში ასწავლის სახვით და გამოყენებით ხელოვნებას და ქართულ ენასა და ლიტერატურას. ამბობს, რომ მათ სკოლას საკუთარი შენობა არ აქვს და ეს პრობლემა წლებია მძიმე ტვირთად აწევთ. ფიქრობს, რომ ფინალისტობა კარგი შესაძლებლობაა ამ პრობლემის შესახებ საჯაროდ ისაუბროს, გადაწყვეტილებების მიმღებებამდე ხმა მიაწვდინოს, რომ ეს საკითხი მოგვარდეს.

გვიყვება, რომ მისთვის ღირებული გამოცდილებაა წლების განმავლობაში არაფორმალური განათლების მიმართულებით განხორციელებული პროექტები, რომლებშიც როგორც მათივე სკოლის, ისე რეგიონის სხვა სკოლების მოსწავლეებიც და ადგილობრივი მოსახლეობაც აქტიურად არის ხოლმე ჩართული. ამგვარად სკოლა თემთან თანამშრომლობს და უფრო მეტიც, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს თემის პრობლემების მოგვარებაში:

„ამგვარად სკოლა არის ერთგვარი კულტურული ცენტრი, სადაც ნებისმიერ მსურველს – სხვა სკოლის მოსწავლეებს,  ადგილობრივ მოსახლეობას – შეუძლია დაესწროს ღონისძიებებს, ლექციებს, შეხვედრებს. თუკი წლების წინ ეს ყველაფერი პედაგოგების ინიციატივით იწყებოდა, დღეს უკვე ინიციატივები ბავშვებიდან მოდის, ეს ძალიან მახარებს და მეამაყება“.

ხუთი ფინალისტიდან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. გარდა ამისა, მას ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 10 000 ლარი გადაეცემა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეოთხედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

კონკურსის გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდი, მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), ლიბერთი ბანკი, ტელეკომპანია იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და მარკეტინგული კომპანია 4MEDIA.

publika.ge

გაზიარება213

დაკავშირებული -პოსტები

არსებული ინფორმაციით, 42 წლის ქალმა მცირეწლოვანი შვილი მაკრატლის გამოყენებით მოკლა

by მეგა TV
ივნისი 1, 2026
0
არსებული ინფორმაციით, 42 წლის ქალმა მცირეწლოვანი შვილი მაკრატლის გამოყენებით მოკლა
მთავარი

არსებული ინფორმაციით, ბოლნისში 42 წლის ქალმა მცირეწლოვან შვილს დაზიანება მაკრატლით, გულის არეში მიაყენა. ამის შესახებ ინფორმაციას „ტვ პირველს“ ადგილობრივები აწვდიან. მათი ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში სხვა მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ. „წუხელ ღამე...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 2 ივნისისთვის

by მეგა TV
ივნისი 1, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6673 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6673 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6693 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

რომში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 1, 2026
0
რომში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
მთავარი

რომში, ქართველი ემიგრანტი, ირინა ბობოხიძე გაირდაიცვალა. სოციალურ ქსელში ქართველი ემიგრანტის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას გვერდი „რომის სამრევლო“ ავრცელებს. „სამწუხაროდ, დღეს დილით ჩვენი სამრევლოს წევრი, რომში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე, ირინა ბობოხიძე...

დაწვრილებითDetails

უკანონო კრიპტომაინინგის აღმოფხვრის მიზნით, სვანეთში, გამრიცხველიანების პროცესი იწყება

by მეგა TV
ივნისი 1, 2026
0
ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში
მთავარი

სვანეთში, ყველა სოფელსა და დასახლებაში ელექტროენერგიის მიმართულებით გამრიცხველიანების პროცესი იწყება. შესაბამისი განცხადება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ გააკეთა, როგორც მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, გამრიცხველიანების მიზანი უკანონო კრიპტომაინინგის აღმოფხვრაა...

დაწვრილებითDetails

“რო­გო­რი სა­ში­ში გახ­და ცხოვ­რე­ბა” – ცნობილია ბათუმში მოკლული კაცის ვინაობა

by მეგა TV
ივნისი 1, 2026
0
“რო­გო­რი სა­ში­ში გახ­და ცხოვ­რე­ბა” – ცნობილია ბათუმში მოკლული კაცის ვინაობა
მთავარი

ბა­თუმ­ში ე.წ ბო­ნის ქუ­ჩა­ზე, ცენ­ტრა­ლუ­რი ბაზ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლას, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა დამ­ნა­შა­ვემ 43 წლის მა­მა­კაცს რამ­დე­ნი­მე ტყვია ეს­რო­ლა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, მა­მა­კაცს სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას ჭრი­ლო­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და...

დაწვრილებითDetails

სიძულვილის ენის მონიტორინგის სამმართველოს უფროსად თამთა ქიმბარიშვილი დაინიშნა

by მეგა TV
ივნისი 1, 2026
0
სიძულვილის ენის მონიტორინგის სამმართველოს უფროსად თამთა ქიმბარიშვილი დაინიშნა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თამთა ქიმბარიშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. როგორც თამთა ქიმბარიშვილმა აღნიშნა, სამმართველო საქმიანობას დღეიდან 10 თანამშრომლით შეუდგა. “სამმართველოს...

დაწვრილებითDetails

ცნობილია მოპედის მძღოლის ვინაობა, რომელიც გუშინ, თბილისში ავარიას ემსხვერპლა

by მეგა TV
ივნისი 1, 2026
0
ხონში ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

ცნობილია მოპედის მძღოლის ვინაობა, რომელიც გუშინ, თბილისში ავარიას ემსხვერპლა. დაღუპულია 21 წლის სოსო საგინაძე, რომელიც ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარზმიდან იყო. ის  მოპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც, მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. დაღუპულს სოციალურ ქსელში...

დაწვრილებითDetails

საქართველოში თამბაქოს მოხმარებისგან ყოველწლიურად 11 400 ადამიანი იღუპება – ჯანმო

by მეგა TV
ივნისი 1, 2026
0
დღეიდან, თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია მხოლოდ სადა, სტანდარტული შეფუთვით იქნება ნებადართული
მთავარი

ჯანმო-ს უახლესი მონაცემებით, თამბაქოს მოხმარებისგან ყოველწლიურად 7 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება. საქართველოში ეს მაჩვენებელი წელიწადში 11 400 გარდაცვლილს აღწევს. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მსოფლიო თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით...

დაწვრილებითDetails

საქართველოში დენგეს ვირუსი დაფიქსირდა

by მეგა TV
ივნისი 1, 2026
0
ჩინეთში შექმნეს ვირუსი, რომელიც კიბოს უჯრედებს ღორის ქსოვილად გარდაქმნის
მთავარი

საქართველოში დენგეს ვირუსი დაფიქსირდა - ინფორმაციას ამის შესახებ პირველი არხი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორ ივანე ჩხაიძეზე დაყრდნობით ავრცელებს. მისივე ცნობით, დენგეს ვირუსი წინა კვირაში ერთ პირს დაუდასტურდა....

დაწვრილებითDetails

დღეიდან საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველი განცხადებების მონიტორინგი დაიწყო

by მეგა TV
ივნისი 1, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

სამმართველო, რომელიც საჯარო სივრცეში ნებისმიერი ტიპის კომუნიკაციაში სიძულვილის ენას გაუწევს მონიტორინგს, 10 თანამშრომლით ფუნქციონირებას შეუდგა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების განცხადებით, სამმართველოს ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები „ადამიანის ღირსების შემლახველი/შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"