რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 4 941 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 985 346-ს მიაღწია, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 111 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 17 025-ს მიაღწია.
ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში კოვიდ 19-სგან 804 383 პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქედან 5 917 – ბოლო 24 საათში.
ცნობისთვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში.










