29 წლის ლასო აბუთიძე საკუთარ სახლთან ახლოს მოკლული დღეს გამთენიისას იპოვეს. მეზობლების ინფორმაციით, გამთენიისას, დაახლოებით, 4 საათზე მისი კოტეჯის სტუმრებს, მეზობელი სოფლიდან ჩამოსული მუშები მიადგნენ და ოთხ ახალგაზრდა ქალთან შეჭრას ცდილობდნენ, რა დროსაც მდგმურებმა მეპატრონეს, ლადო აბუთიძეს დაურეკეს. როგორც ამბობენ ახალგაზრდა კაცი საკუთარი მდგმურების დასახმარებლად მივიდა. სავარაუდოდ აბუთიძეს მთვრალი ახლაგაზრდები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. რა მოხდა ა.მის შემდეგ უცნობია. დილით გამთენიისას ახლაგარდა ბიჭი დაპირისპირების დროს მიღებული სასიკვდილო დაზიანებებით ეზოსთან იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 19 წლის 2 პირი დააკავა . დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.










