„ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტამდე მისასვლელი გზის გასაკეთებლად ასობით ჯანსაღი ხე იჩეხება“ – ამის შესახებ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა. გოგი წულაიამ მუხნარის ტყეში მიმდინარე პროცესები გააპროტესტა. მისთვის გაუგებარია, რატომ ჭრიან უნიკალური ჯიშის, წითელ წიგნში შესულ ხეებს, როცა უნივერსიტეტამდე მისასვლელი გზები უკვე არსებობს. მისივე ინფორმაციით კიდევ სამი ასეთი გზის შეყვანა იგეგმება. გოგი წულაია ფაქტს ვანდალურს უწოდებს და ამბობს, რომ ამის ჩამდენი თემურ ლენგის პირდაპირი შთამომავალია. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ თითოეულ ქუთაისელს მიმართავს დროზე გამოფხიზლდნენ და შეაჩერებინონ ხეების ჭრის პროცესი, წინააღმდეგ შემთხვევაში ქუთაისი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დადგება. ცნობისთვის, ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი შენდება. კორპუსის 5 სართული უკვე აშენებულია. პირველ ეტაპზე უნივერსიტეტში 1000 სტუდენტის მიღება იგეგმება. მშენებლობის პარალელურად კი ასობით უნიკალური ჯიშის ხე იჩეხება.
იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 35 წლის კაცს რესტორანში, ჩანთის მოპარვას ედავებიან, რომელშიც 2 000 ევრო იდო. იტალიის ქალაქ ნოვენტა-დი-პიავეში სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. 35 წლის მამაკაცი...









