LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ოპოზიციამ არჩევნებთან დაკავშირებით დეკლარაცია მიიღო.

ოპოზიციამ არჩევნებთან დაკავშირებით დეკლარაცია მიიღო.

დაპოსტა 2020/08/18-ში
A A
104
ნახვა
გაზიარება

ოპოზიციამ „ლეიბორისტული პარტიის” ოფისში გამართულ შეხვედრაზე არჩევნებთან დაკავშირებით დეკლარაცია მიიღო.

დეკლარაციის თანახმად, „საქართველოს დემოკრატიული ოპოზიცია, თანხმდება, რომ ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა ქვეყნისთვის და მისი დემოკრატიული განვითარებისთვის უმძიმეს გამოწვევას წარმოადგენს“.

„ივანიშვილი და მისი გუნდი ყველაფერს აკეთებს რათა საზოგადოებაში ნიჰილიზმი დანერგოს, მოახდინოს მთელი პოლიტიკური პროცესის დისკრედიტაცია, ამ პირობებში ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა არჩევნების მიმართ საზოგადოებრივი ნდობა და მხარდაჭერა გავაძლიეროთ. არჩევნების გზით, მშვიდობიანად ხელისუფლების ცვლილება, არის ის ერთადერთი სწორი გზა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას მისცემს საშუალებას მტკიცე ნაბიჯებით განაგრძოს სვლა დასავლური დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ. სწორედ ასეთ საზოგადოებებშია ხელისუფლების ცვლა ნორმალური მოვლენა, რომელსაც მოქალაქეების დაყოფა და ურთიერთანგარიშსწორება არ მოჰყვება.

ივანიშვილის რეჟიმის ხელშია მობილიზებული როგორც ადმინისტრაციული ისე ფინანსური რესურსის დიდი ნაწილი, სახელმწიფო ინსტიტუტები კი საზოგადოების ნაცვლად მმართველი გუნდის ინტერესებს ემსახურება. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი დემოკრატიული ოპოზიციის კოორდინირებული მუშაობა თითოეული ხმის დასაცავად და საარჩევნო მანიპულაციების გამოსარიცხად. ოპოზიციური პარტიები კოორდინირებულად ვიმუშავებთ ყველა ოლქში, მათ შორის იქაც, სადაც ერთმანეთს კონკურენტი კანდიდატები დავუყენეთ. პარტიების ამოცანა არა ცალკეული პოლიტიკური გემოვნების ამომრჩეველთა ხმების დაცვა, არამედ მთელი საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და თითოეული მოქალაქის არჩევანის დაცვა იქნება.

ამ ამოცანის მისაღწევად ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობის კონკრეტული მექანიზმების შემუშავებას.

ქვეყნის შიგნით, საარჩევნო პროცესისადმი ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერასა და ხმების დაცვის მიზნით კოორდინაციასთან ერთად, ოპოზიციური პარტიები ვთანხმდებით, რომ ერთობლივად, შეთანხმებულად ვიმუშავებთ საერთაშორისო დამკვირვებლებთან, რათა არჩევნების ლეგიტიმურობის გარშემო არ გაჩნდეს კითხვის ნიშნები.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის დამარცხებით, საქართველოში საარჩევნო მანიპულაციების მავნე ტრადიციას წერტილი უნდა დაესვას”, – აღნიშნულია დეკლარაციაში.

გაზიარება42

დაკავშირებული -პოსტები

პარლამენტში სასწრაფო დახმარება გამოიძახეს

by მეგა TV
ივნისი 26, 2026
0
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო
მთავარი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, პარლამენტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებით სამართალდამცავი უწყებები უნდა დაინტერესდნენ. დეპუტატი მომხდარს „ველურობას“ უწოდებს. მისი თქმით, პასუხისმგებლობა, მისი შეფასებით, არა მხოლოდ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე დეპუტატებს,...

დაწვრილებითDetails

“ესაა „ქართული ოცნების“ ჩინური ვერსიის სახე”- ტატა ხვედელიანი პრემიერს

by მეგა TV
ივნისი 26, 2026
0
“ესაა „ქართული ოცნების“ ჩინური ვერსიის სახე”- ტატა ხვედელიანი პრემიერს
მთავარი

ახლა თქვენ გიცავენ ადამიანები: მასონების მკვლევარი მარიამ ლაშხი, სააკაშვილზე წიგნების მწერალი გიორგი სოსიაშვილი, სანამ ეს უკანასკნელი წიგნებს წერდა, გიორგი ჩაკვეტაძე პოზირებდა სააკაშვილთან ფოტოებში. ეს არის „ქართული ოცნების“ ჩინური ვერსიის სახე, -...

დაწვრილებითDetails

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

by მეგა TV
ივნისი 26, 2026
0
პარლამენტის სხდომათა დარბაზში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
მთავარი

პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები და „ქართული ოცნების“ წევრები.

დაწვრილებითDetails

“გავრილოვი მე და თქვენმა თავმჯდომარემ ერთად შემოვიყვანეთ საქართველოში”- ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიის წევრებს

by მეგა TV
ივნისი 26, 2026
0
“გავრილოვი მე და თქვენმა თავმჯდომარემ ერთად შემოვიყვანეთ საქართველოში”- ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიის წევრებს
მთავარი

გავრილოვი მე და თქვენმა თავმჯდომარემ ერთად შემოვიყვანეთ საქართველოში, ეს შემიძლია გითხრათ,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატის ვიკა ფილფანის შეფასებას, რომ კობახიძე იყო პარლამენტის ის თავმჯდომარე, რომელმაც...

დაწვრილებითDetails

“ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი ძალიან სამწუხარო მოვლენაა, თუმცა მოთმინებით ვუყურებთ ყველაფერს”-კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 26, 2026
0
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა – ირაკლი კობახიძე
მთავარი

გრძელდება ქართველი ხალხის შანტაჟი ვიზალიბერალიზაციის თემით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, „აბსოლუტურად უსამართლოა ის დამოკიდებულება, რომელსაც ევროპული ბიუროკრატია ქართველი ხალხის მიმართ ავლენს“. „ჩვენ...

დაწვრილებითDetails

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

by მეგა TV
ივნისი 26, 2026
0
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
მთავარი

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, გიორგი დამენია დაიღუპა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 30 წლამდე ასაკის იყო, სენაკიდან, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში უკრაინაში ცხოვრობდა.

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 27 ივნისისთვის

by მეგა TV
ივნისი 26, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6462 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6468 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0006 ლარი...

დაწვრილებითDetails

“დაგროვილი იყო პრობლემები კრიმინალის მიმართულებით ” – კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 26, 2026
0
ირაკლი კობახიძის ბრიფინგი
მთავარი

დაგროვილი იყო გარკვეული პრობლემები კრიმინალის, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით - იყო პრაქტიკა, როცა ქალაქში, პირდაპირ თბილისში ახალგაზრდები თუ არაახალგაზრდები იარაღით დარბოდნენ! ძალიან ცუდი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული, რომელსაც რადიკალური ნაბიჯებით დაპირისპირება სჭირდებოდა,...

დაწვრილებითDetails

ოპერაციის შემდეგ ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა დამძიმდა – თბილისის,პირველ სამშობიაროში კვლავ ხმაურია

by მეგა TV
ივნისი 26, 2026
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

პირველ სამშობიარო კლინიკაში კვლავ ხმაურია. ოჯახის წევრები პაციენტის სხვა კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, რადგან აღნიშნავენ, რომ ოპერაციის გაკეთების შემდეგ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და არასათანადოდ მკურნალობენ. კერძოდ, განმარტავენ, რომ ახალგაზრდა ქალს, რომელიც 15...

დაწვრილებითDetails

ყალბი სარეცხი ფხვნილების კუსტარული საწარმო გამოავლინდა

by მეგა TV
ივნისი 26, 2026
0
ყალბი სარეცხი ფხვნილების კუსტარული საწარმო გამოავლინდა
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი სასაქონლო ნიშნის დიდი ოდენობით უკანონო დამზადება-გამოყენების ფაქტზე, თურქეთის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"