LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
იქ სადაც შესაძლებელია, რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში, მოდით ეს გავაკეთოთ სახლში – გიორგი გახარია

არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის ახალგაზრდები და ბევრი უცხოელი სტუდენტი ისწავლის სულ მალე აქ – გიორგი გახარია KIU-ზე

დაპოსტა 2020/08/12-ში
A A
134
ნახვა
გაზიარება

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ განათლება არის ხელისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ეს არის უაღრესად დიდი პროექტი, რომელიც კერძო ინიციატივით, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით განხორციელდა თავიდან ბოლომდე. მოგეხსენებათ, რომ ეს არის დაახლოებით მილიარდ ევროზე ორიენტირებული ინვესტიცია, გარდა ამისა, ამას დაემატება კიდევ ადრონული კოლაიდერი, რომელიც დამატებით კიდევ 40 მლნ ევროს დაამატებს ამ ინვესტიციას და ის ადრონული კოლაიდერი შესძენს კიდევ ახალ, დამატებით ფუნქციას – ეს იქნება კიბოს მკურნალობის სამედიცინო ცენტრი და ასევე კვლევითი ცენტრი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში განაცხადა.

მთავრობის მეთაურს დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა უმასპინძლეს. მთავრობის მეთაურთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე და მაჟორიტარი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში – გენადი მარგველაშვილი და დიმიტრი მხეიძე.

პრემიერმა დასრულებული და მშენებარე აკადემიური კორპუსები, საცხოვრებელი კამპუსი, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, ჭკვიანი დაფებით აღჭურვილი აუდიტორიები, უნივერსიტეტის ტერასა და კაფეტერია, ადმინისტრაციული ოფისები და სარეკრეაციო სივრცეები დაათვალიერა. უნივერსიტეტის მშენებლობის პირველი ფაზა უკვე დასრულდა და KIU მზადაა 2020 წლის შემოდგომიდან სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღოს მათემატიკის, მენეჯმენტის და კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამებზე.

„რაც ჩვენ ვნახეთ არის უაღრესად შთამბეჭდავი. ეს არის მაგალითი, როგორ შეიძლება ცალკე აღებულ საგანმანათლებლო დარგს სისტემურად მიუდგე. მე ძალიან კარგად მახსოვს აქ რა ხდებოდა, აქ იყო ჭაობი და რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ უაღრესად შთამბეჭდავია. ემოციებს რომ თავი დავანებოთ, ეს არის ქვეყნისთვის, დღეის მდგომარეობით, ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე აუცილებელი პროექტი. ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა გვყავს, მაგრამ მარტო ნიჭი გლობალურ თანამედროვეობაში უკვე საკმარისი აღარ არის. ამ ნიჭს სჭირდება მაღალტექნოლოგიური საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, რომელსაც ჩვენ აქ ვხედავთ. ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ხვალინდელ გლობალურ კონკურენციას ჩვენმა შვილებმა და ბავშვებმა გაუძლონ. ის განათლება, რომელიც აქ უნდა მიიღონ მისცემს მათ შესაძლებლობას, რომ გლობალურად იყვნენ კონკურენტუნარიანები და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისთვის. სხვანაირად ჩვენ რაც არ უნდა ვაკეთოთ ქვეყნის შემდგომი წინსვლა და განვითარება იქნება ძალზედ პრობლემური. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ განათლება არის ხელისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ეს არის უაღრესად დიდი პროექტი, რომელიც კერძო ინიციატივით – ბიძინა ივანიშვილის ინვესტიციით განხორციელდა თავიდან ბოლომდე. მოგეხსენებათ, რომ ეს არის დაახლოებით მილიარდ ევროზე ორიენტირებული ინვესტიცია, გარდა ამისა, ამას დაემატება კიდევ ადრონული კოლაიდერი, რომელიც დამატებით კიდევ 40 მლნ ევროს დაამატებს ამ ინვესტიციას და ადრონული კოლაიდერი შესძენს კიდევ ახალ, დამატებით ფუნქციას – ეს იქნება კიბოს მკურნალობის სამედიცინო ცენტრი და ასევე კვლევითი ცენტრი. მე დარწმუნებული ვარ, რომ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის ახალგაზრდები და ბევრი უცხოელი სტუდენტი ისწავლის სულ მალე აქ. მოგეხსენებათ, ამ უნივერსიტეტის ერთ-ერთი გამორჩეული ნიშა ასევე გახლავთ ერთობლივი კურსები და პროგრამები მსოფლიოში წამყვან საერთაშორისო უნივერსიტეტებთან. ესეც, რა თქმა უნდა, უაღრესად მნიშვნელოვანია, განათლების სისტემაში დამატებით კომპეტენციას, ცოდნას მოიტანს და, რა თქმა უნდა, ეს უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია ქუთაისისთვის, ქუთაისი ხდება საუნივერსიტეტო ქალაქი. დარწმუნებული ვარ, ამას კიდევ დამატებითი მიზიდულობის ძალა ექნება,“ – განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

გაზიარება57

დაკავშირებული -პოსტები

გორში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

გორში, გურამიშვილის ქუჩაზე ქვეითს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებული კაცი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის...

დაწვრილებითDetails

აზერბაიჯანში ტრაგიკულ შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
აზერბაიჯანში ტრაგიკულ შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა
მთავარი

აზერბაიჯანში, საბაგიროზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა.   შაქის რაიონში, დასასვენებელ ზონაში, საბაგიროს გაწყვეტის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.   დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქე უჯალ ბაირამოვია. 27 წლის კაცი ბოლნისის...

დაწვრილებითDetails

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
მთავარი

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გიორგი ფაჩუაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. „დიდი მწუხარებით ვემშვიდობებით ემიგრაციაში კიდევ ერთ ქართველ ახალგაზრდას ზაურ (გიორგი) ფაჩუაშვილს— კეთილ, გულწრფელ და სანდო ადამიანს, კარგ შვილს, კარგ...

დაწვრილებითDetails

იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას უცნობი ისტორია, რომელიც მორწმუნეებმა უნდა იცოდნენ

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას უცნობი ისტორია, რომელიც მორწმუნეებმა უნდა იცოდნენ
მთავარი

მართლმადიდებლური სამყარო იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს ახალი სტილით 11 სექტემბერს (ძვ. სტილით 29 აგვისტოს) აღნიშნავს. ქრისტიანები ამ დღეს მარხულობენ. ტაძრებში კი წირვა-ლოცვა აღევლინება.   უფალმა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან მიიღო...

დაწვრილებითDetails

10 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება....

დაწვრილებითDetails

ქუთაისის პირველი სამუსიკო სკოლის წარმატებული მოსწავლე ანასტასია ამაღლობელი წინანდლის საერთაშორისო ფესტივალზე წარსდგა

by მეგა TV
სექტემბერი 9, 2026
0
ქუთაისის პირველი სამუსიკო სკოლის წარმატებული მოსწავლე ანასტასია ამაღლობელი წინანდლის საერთაშორისო ფესტივალზე  წარსდგა
მთავარი

ქუთაისის პირველი სამუსიკო სკოლის წარმატებული მოსწავლე ანასტასია ამაღლობელი წინანდლის საერთაშორისო ფესტივალზე წარსდგა. "წინანდალი - მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2026 მ. ბალანჩივაძის სახელობის №1 სამუსიკო სკოლა ტრადიციისამებრ მოწოდების სიმაღლეზეა. წინანდლის საერთაშორისო ფესტივალზე...

დაწვრილებითDetails

ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის თვითმფრინავი რიზესთან ზღვაში ჩავარდა

by მეგა TV
სექტემბერი 9, 2026
0
ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის თვითმფრინავი რიზესთან ზღვაში ჩავარდა
მთავარი

ბათუმის აეროპორტიდან აფრენილი მცირე ზომის თვითმფრინავი, რიზესთან ახლოს, ზღვაში ჩავარდა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს. შემთხვევა დღეს, 9 სექტემბერს მოხდა. ბორტზე ორი მგზავრი იმყოფებოდა. თურქმა მაშველებმა ორივეს გადარჩენა მოახერხეს....

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში თიბისის ბარათებით გადახდა დაბრუნდა – თანხის ნაწილი კი უკან გიბრუნდებათ

by მეგა TV
სექტემბერი 9, 2026
0
ექნებათ თუ არა შეღავათი პენსიონერებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში
მთავარი

8 სექტემბრიდან, ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში თიბისის ბარათებით გადახდის შემთხვევაში 50% უკან დაგიბრუნდებათ ულიმიტოდ თანხა ყოველი გადახდისას მომენტალურად დაგიბრუნდება რა უნდა იცოდე შეთავაზება ვრცელდება ქალაქ ქუთაისში მოძრავ მიკროავტობუსებსა და ავტობუსებში გადახდისას;...

დაწვრილებითDetails

იღბლიანი პერიოდი იწყება – ასტროლოგებმა 3 მთავარი ფავორიტი დაასახელეს

by მეგა TV
სექტემბერი 9, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

2026 წლის 8 სექტემბრიდან ზოდიაქოს სამი ნიშნისთვის იღბლიანი ეტაპი დაიწყო. ასტროლოგების პროგნოზით, ამ ნიშნის წარმომადგენლებს მნიშვნელოვანი და ბედნიერების მომტანი ცვლილებები ელოდებათ. 8 სექტემბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა ვენერასა და ჩრდილოეთ...

დაწვრილებითDetails

6 ნივთი რომ სიმშვიდემ და ბედნიერებამ დაისადგუროს – რას ამბობდა ვანგა

by მეგა TV
სექტემბერი 9, 2026
0
6 ნივთი რომ სიმშვიდემ და ბედნიერებამ დაისადგუროს – რას ამბობდა ვანგა
მთავარი

ცნობილმა ბულგარელმა წინასწარმეტყველმა არა მხოლოდ მომავალი იწინასწარმეტყველა, არამედ აწმყოში სირთულეების გამკლავებისთვის ადამიანებს პრაქტიკული რჩევებიც დაუტოვა. ვანგა ამბობდა, თუ რწმენა ძლიერია, მაშინ გარკვეული საგნები დაგეხმარებათ მშვიდობის, კომფორტისა და წონასწორობის დამყარებაში. ვანგა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"