მიმდინარე კვირაში, უკვე მეორედ, სოფელ მაღლაკის ცენტრში, გზაჯვარედინზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ,,მერსედესისა” და ,,ტოიოტა აქუას” მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. შემთხვევა დღეს, რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
როგორც ტელეკომპანია “მეგა ტვ”-ს განუმარტეს მხოლოდ სატრანსპორტო საშუალება დაზიანდა.
ავტოსაგზაო შემთხვევაში მძღოლთა ბრალეულობის საკითხს გამოძიება დაადგენს.
ერთი, რაც ყურადღებას იპყრობს მაღლაკში, გზაჯვარედინზე გახშირებული ავარიებია, რომელიც საავტომობილო გზის საფარის დაგების შემდეგ ფიქსირება. დამონტაჟდება თუ არა შუქნიშანი ან მოძრაობის შემზღუდავი ბარიერები, ინფორმაცია არ ვრცელდება.