გოჯის ხელა ვირთხები დარბიან – ქუთაისში თამარ მეფის მეორე ჩიხში კანალიზაცია ღია სანიაღვრე არხზეა მიშვებული. მოსახლეობა გაუსაძლის პირობებზე საუბრობს და დახმარებას ითხოვს. როგორც ისინი აცხადებენ მათ ტყუილ დაპირებებში უწევთ ცხოვრება.
“წყალი ძალიან პრობლემატურია და დიდი ხნის ამბავია, ჩვენ ხვადასხვა ინსტანციას მივმართეთ. ყოველთვის რაღაცას გვპირდებიან და ამ დროს არაფერი არ კეთდება. განსაკუთრებით გვეიმედებოდა ეს ხელისუფლება, მაგრამ ვერც ამათმა ვერ გაართვეს თავი, რაც ძალიან დიდი იმედგაცრუებაა. 21-ე საუკუნეში ალბათ სამარცხვინოა ასეთი მიშვებული ღია ანტისანიტარიის ბუდე იყოს პირდაპირ ქალაქში და მოსახლეობაში. ეს უზარმაზარი ანტისანიტარია, თავმოხდილი ფეკალიები ჩამოდის აქ. მე მაგალითად ადგილობრივ ხელიუფლებას შევთავაზებდი აქ ეცხოვრათ და თავის თავზე გამოვაცდევინებდი თუ როგორია ასეთი ცხოვრება.” – განაცხადა თამაზ ენდელაძემ.
“მოსახლეობა კატეგორიულად მიმართავს ხელისუფლებას და მოითხოვენ გადაჭრან ეს პრობლემა. წლების განმავლობაში ასეთი სიტიუციაა, აქ ბავშების სიცოცხლესდ და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს, ეს უნიოათობაა.” – აცხადებს მაყვალა ურთმელიძე.
https://www.facebook.com/MEGATVgeOfficial/videos/2718216965060920/









