ჟურნალისტმა ბუბა ჩივაძემ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო. ის საქმის გაჭიანურებასა და პროკურატურის მხირდან გადაწყვეტილების მიუღებლობას აპროტესტესტებს. როგორც ბუბა ჩივაძე და მისი ადვოკატი ციცი ბაბუნაშვილი ამბობენ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით ათი წელია გამოძიება მიმდინარეობს და ის ამ დრომდე დაზარალებულად არ არის ცნობილი.
ის მომხდარში პროკურორებს ვალერი გეგუჩაძეს და თამარ მესხიას ადანაშაულებს. მისივე თქმით ქონება მიტაცებულია მაღალჩინოსნების მიერ.
ბუბა ჩივაძე შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, მანამ სანამ მას დაზარალებულად სცნობენ. ადვოკატი ასევე მოითხოვს გამომძიებლისა და პროკურორისგან საქმისგან აცილებას.
“ზემდგომი პროკურორების თამარ მესხიასა და გეგუჩაძის გამო მოვედი აქ, რადგან 10 წელია ორი შტერი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, პროკურორი იძიებს საქმეს. შეფასების ნაწილში გამოიძებამ დასვა საკითხი და პროკურატურამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ორ გახმაურებულ საქმეზე მცნოს დაზარალებულად. 1 500 გვერდიანი საქმე პროკურორმა ნახევარ საათში შეაფასა, წაიკითხა და თქვა რომ ვერ გცნობთ დაზარალებულად, რადგან დამატებით უნდა დაიკითხოთ საქმესთან დაკავშირებით. დამატებით გამოკითხვაზე მიბარებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი ძოწენიძე, რომლის გახმაურებულ საქმეზე, არ შემიძლია ჯერ ვთქვა, ერთადერთი მთავარი მოწმე ვარ. მანამდე არ შევაჩერებ შიმშილობას დღის ბოლომდე, სანამდე არ მეცოდინება რომ ორივე საქმეზე ვარ დაზარალებულად ცნობილი. წინააღმდეგ შემთხვევაში დღის ბოლომდე მეცოდინება ამ ორი სინდისგარეცხლილი პროკურორების სახლის მისამართები და მათ სახლთან გავაგრძელებ შიმშილობას.” – განაცხადა ბუბა ჩივაძებ.
“8 მილიონამდე ქონდები გაფლანგვაზეა საქმე, 2010 წლიდან მიმდიანრეობს გამოძიება და შესაბასმისი გადაწყვეტილება პროკურატურამ ვერ მიიღო. მან მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას შიმშილობას და გააგრძელებს მანამადე, სანამ მიზანი არ მიიღწევა. მოგვწერა ჩვენ საფინანსო პოლიციამ დასრულებულია გამოძიება, თუმცა პროკურორმა ისევ ახალი მიზეზი მოიგონა და თავიდან მოინდომა ჩივაძის დაკითხვა და ისეთი გამომძიებელი კითხვას ჩივაძეს, რომლის საქმეშიც ის მთვარი მოწმეა და მის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას. ახალ ჩვენ გვაქვს განცხადება მოტანილი, როგორც გამომძიებლის ისე პროკურორის აცილების თაობაზე.” – განაცხადა ბუბა ჩივაძის ადვოკატმა ციცი ბაბუნაშვილმა.









