LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ვინ არის 30 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული და რას ყვებიან მეზობლები (+ფოტო)

ვინ არის 30 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული და რას ყვებიან მეზობლები (+ფოტო)

დაპოსტა 2020/07/20-ში
A A
1.8k
ნახვა
გაზიარება
30 წლის ელი­სო ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლი 18 ივლისს სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ყელ­გა­მოჭ­რი­ლი იპოვეს. საქმეზე შსს-ს 45 წლის ქალი დააკავე.  დაკავებულისთვის წაყენებული ბრალი 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა 18 ივლისს, ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, თავის მეგობართან – 1989 წელს დაბადებულ ელისო ჩეჩელაშვილთან სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასპინძელს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან

ელისო ჩეჩელაშვილი მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად უკვე ამოიღო. როგორც უწყებაში აცხადებენ, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.
როგორც დღეს გახდა ცნობილი, სამართალდამცავებმა კიდევ ორი პირი დააკავეს. დაკავებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 336-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას  გულისხმობს.

 

როგორც ცნობილი გახდა მკვლელობის ფაქტზე  ბრალდებული ქალი მასაჟისტია, ეროვნებით რუსი და იქვე ფარდულში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. ტრაგედიის ადგილის დათვალიერების შემდეგ, პირველი ვისი სახლიც გაიჩხრიკა, ბრალდებულის საცხოვრებელი იყო, რომელთანაც თურმე მოკლული გოგო მეგობრობდა. სავარაუდოდ ძალოვნებმა კინოლოგების დახმარებით მიაგნეს დამნაშავის საცხოვრებელს. რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ამაზე ჯერ სამართალდამცავები არ საუბრობენ, თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ, ელისო ბრალდებულთან მეგობრობდა.
სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე აქვეყნებს მკვლელობაში ბრალდებული ქალის ფოტოს წარწერით: “ეს ქალი, განსაკუთრებული სისასტიკით, დანას ურტყამდა, ახრჩობდა, ჭრიდა, აკივლებდა ახალგაზრდა დედას. ხმა ესმოდა ყველას, დიახ ყველას თუმცა არავინ მიეშველა… მოკლეს, დიახ მოკლეს. მასაჟისტმა ქალმა მოკლა ახალგაზრდა გოგო. რა უნდა უქნათ ყველას, ვინც ამ მკვლელობას ეზოდან უყურებდა? ხვალ დილამდე პასუხისგებაში უნდა იყოს ყველა მიცემული. დიახ ყველა უკლებლივ…დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- წერს იგი. (წყარო)
ამავე ქალის შესახებ პოსტს ავრცელებს გარდაცვლილის მეგობარი, ადვოკატი ლევან ჭელიძე: იცნობდეთ ❗❗❗
“ეს არის ,,ქალი” , რომელმაც გუშინ(სავარაუდოდ) ქუთაისში ახალგაზრდა ქალი მოკლა !
რაც მთავარია მორწმუნეა და ჯვართან აქვს ფოტოები გადაღებული !!!” – წერს ლევან ჭელიძე.

 

როგორც მეზობლები კვირის პალიტრასთან საუბრისას ყვებიან, უბანში მკვლელობაში ბრალდებულს ვერას ეძახდნენ. მისი ქმარი გვარად გვანცელაძეა, ნასამართლევი პირი. ბინა დაგირავებული ჰქონდათ და ამიტომ კორპუსთან მდგარ დამხმარე ფარდულში ცხოვრობდა ცოლ-ქმარი, სადაც ცხოვრების არანაირი პირობები არ იყო. ვერას უბანში ყველა იცნობდა, ასე დაუხლოვდა უბანში ქირით გადმოსულ ახალგაზრდა გოგოს. როგორც ჩანს ელისოს ეცოდებოდა იგი, ამიტომ სახლში აყავდა, საჭმელსაც აჭმევდა და აბაზანითაც იქ სარგებლობდა ვერა, რადგან როგორც ამბობენ, იქ სადაც ცხოვრობდა, სველი წერტილიც არ ჰქონდა.

kvirispalitra.ge გარდაცვლილის მეზობელს ესაუბრა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა:

-ახალი გადმოსულები იყვნენ იმ ბინაში ეს გოგონები. დაკავებული ვერა, საქართველოს მოქალაქეა, რუსეთიდნ იყო ჩამოსული და ქმართან ერთად ცხოვრობდა ფარდულში. მეუღლეს ბინა ჰქონდა დაგირავებული, პერიოდულად სოფელში იყვნენ და დროდადრო ჩამოდიოდნენ და იყვნენ იმ ფარდულში. ელისო მეგობარ გოგონასთან ერთად ცხოვრობდა, სამწუხაროდ სახლში არ იყო, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა კარი რომ გააღო, სწორედ ამ დროს დაბრუნდა ელისოს მეგობარი გოგონა სახლში და ამ უძიმესი ფაქტის თვითმხილველი გახდა. მეზობლებმა დაახლოებით საღამოს 8 საათზე, გაიგეს წივილ-კივილის ხმა. ზაფხულია და ღია ფანჯრიდან ესმოდათ ხმები. რატომღაც არავის გაუჩნდა სურვილი, რომ მაშინვე დაერეკათ პოლიციაში. სამწუხაროდ, სხვის კედლებში რაც ხდება, ეს არ არის მეზობლის საქმე. სამსახურიდან რომ დავბრუნდი, რამდენიმე მეზობელი იყო შეკრებილი სადარბაზოსთან და ამბობდნენ, ბინიდან ქალი შველას ითხოვდა და ახლა ხმა არ ისმისო. ისეთი საეჭვო ვითარება იყო, მაშინვე მივედი იმ ბინაში, დავაკაკუნე, მაგრამ კარი არავინ გააღო, ამის შემდეგ დავრეკეთ 112-ში. გოგოს 14 თუ 17 ჭრილობა აქვს მიყენებული და როგორ იყვირებდა ხომ წარმოგიდგენიათ, მაგრამ არავის ჰქონია რეაგირება. ამბობდნენ ესმოდათ ყვირილი, გოგო შველას რომ ითხოვდაო.
მოტივზე ჯერ არაფერს ამბობენ, იმდენად წარმოუდგენელია მომხდარი, 2 თვის გადმოსულმა მეზობელმა შეგიფარა, ყავას გასმევს, დაბანის საშუალებას გაძლევს, გასადილებს, და ის ასე სადისტურად გაუსწორდა. ვფიქრობ, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ხომ არ ჰქონდა? ეს კითხვა იმიტომ მიჩნდება, რომ ახალგაზრდა ქალს 17 ჭრილობა აქვს მიყენებული. გამოძიება დაადგენს ყველაფერს. მოკლულის შვილი ნათლიასთან და ახლობლებთან ერთად, სწორედ მაშინ დაბრუნდა სახლში, როცა პოლიციის მოსვლას ველოდებოდით, დაურეკა დედას და არ პასუხობდა, მივხვდით არ იყო კარგი ამბავი ბინაში და ბავშვი ბებოსთან გავუშვი, რომ აგვეცილებინა მისთვის მძიმე სურათი. – უყვება მეზობელი კვირის პალიტრას.
გაზიარება742

დაკავშირებული -პოსტები

სპეცოპერაცია – ამოღებულია 6 მილიონი ლარის ღირებულების 33 კგ-მდე “ჰაშიში”

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
ბათუმში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
მთავარი

სპეცოპერაცია რუსთავში - კრიმპოლმა ავტომანქანის საბურავებიდან 6 მილიონი ლარის ღირებულების 33 კგ-მდე "ჰაშიში" ამოიღო ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 33 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ჰაშიში" ავტომანქანის საბურავებიდან ამოიღეს - სპეცოპერაცია რუსთავში,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი – თერჯოლის მაგისტრალზე ნაპოვნი ბიჭის გარდაცვალების შესახებ ახალი ინფორმაცია ხდება ცნობილი – რას ითხოვს ოჯახი

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
“სასტიკადაა ნაცემი” -თემო ხადურის ტრაგიკულ სიკვდილზე  საუბრობს ოჯახის ახლობელი
მთავარი

23 წლის სტიქაროსანის, თემო ხადურის ბურუსით მოცული გარდაცვალებიდან დღეს ორი წელი გავიდა - დედას, რომელიც ამბობს, რომ შვილი პოლიციელებმა მოუკლეს, სამედიცინო კომისიური ექსპერტიზის დასკვნა გუშინ ჩაბარდა. დასკვნაში წერია, რომ გვამის...

დაწვრილებითDetails

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
მთავარი

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელლებს.   მედიის ცნობით, შემთხვევა გუშინ მოხდა. გარდაცვლილი უმუდ სოფიევია, ის გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის მკვიდრი იყო.   თანასოფლელების ინფორმაციით,...

დაწვრილებითDetails

25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი  დღეს ენერგიული და აქტიური დღე გელოდებათ. შესაძლოა, მოულოდნელად მოგიწიოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. სამსახურში ინიციატივა თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს. პირად ურთიერთობებში კი ეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ. კურო  ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ...

დაწვრილებითDetails

25 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიიდან შემომავალი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში...

დაწვრილებითDetails

მარიამობასთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულებები ამანათების მიღებას იწყებენ

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
მოედება მთელს ციხეს – გეგუთის ციხეში 90 პატიმარი ინფიცირებულია
მთავარი

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის დამატებით ამანათების მიღებას იწყებს. პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება 26-27 აგვისტოს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე. წარმოგიდგენთ იმ...

დაწვრილებითDetails

ექს-პრემიერის ოჯახი ამბობს, რომ ღარიბაშვილი დღეს “პოლიტიკური პატიმარია”

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

ექს-პრემიერის ოჯახი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დღეს "პოლიტიკური პატიმარია" - ამის შესახებ რუსთავის ციხიდან გამოსულმა ადვოკატმა, ექს-პრემიერის ცოლის დამ, ნათია თამაზაშვილმა "პირველებს" განუცხადა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ღარიბაშვილის ოჯახის...

დაწვრილებითDetails

სუნზე შევიდა ეზოში და რომ ნახა უფრო მძაფრი სუნი გამოდიოდა, მერე გამოიძახა პოლიცია – ახალი დეტალები ზუგდიდში გარდაცვლილი დების შესახებ

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
სუნზე შევიდა ეზოში და რომ ნახა უფრო მძაფრი სუნი გამოდიოდა, მერე გამოიძახა პოლიცია – ახალი დეტალები ზუგდიდში გარდაცვლილი დების შესახებ
მთავარი

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ყუ­ლიშ­კარ­ში. გუ­შინ, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში, მე­ზო­ბელ­მა, რო­მელ­მაც რო­გა­ვე­ბის სახ­ლთან ჩა­ი­ა­რა, სა­ში­ნე­ლი სუნი იგ­რძნო და მა­შინ­ვე გან­გა­ში ატე­ხა.   ეზო­ში შე­სულს რო­გა­ვე­ბის სახ­ლი­დან არც ერ­თმა იქ მცხოვ­რებ­მა...

დაწვრილებითDetails

საქართველო პოლონეთიდან დეპორტირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
საქართველო პოლონეთიდან დეპორტირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა
მთავარი

საქართველო პოლონეთიდან დეპორტირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა. პირველზე უკრაინელები არიან, ხოლო საქართველოს ბელარუსის, მოლდოვას და კოლუმბიის მოქალაქეები მოსდევს. ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებში წერია, რაც სოციალურ ქსელში უწყების Х-გვერდზე...

დაწვრილებითDetails

ავარია ქობულეთში – არის მსხვერპლი

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
ავტოსაგზაო შემთხვევებს 442, ხოლო ხანძრებს 48 ადამიანი ემსხვერპლა – საქსტატი
მთავარი

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - ინფორმაციას ამის შესახებ „გურია ნიუსი“ ავრცელებს. არსებული ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ლეღვასთან მოხდა. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"