LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
40 მილიონ ლარზე მეტი უკვე დაიხარჯა, მაგრამ მშენებლობა დღემდე გრძელდება – რატომ ვერ სრულდება ჭიათურის საბაგიროების პროექტი

40 მილიონ ლარზე მეტი უკვე დაიხარჯა, მაგრამ მშენებლობა დღემდე გრძელდება – რატომ ვერ სრულდება ჭიათურის საბაგიროების პროექტი

დაპოსტა 2020/07/18-ში
A A
440
ნახვა
გაზიარება
  • ჭიათურის საბაგიროს პროექტი 2017 წელს უნდა დასრულებულიყო.  40 მილიონ ლარზე მეტი უკვე დაიხარჯა, მაგრამ მშენებლობა დღემდე გრძელდება! – ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში, რომელსაც chiaturagmc.wordpress.com  – აქვეყნებს.
  • მშენებლობის დასრულება სულ მცირე ოთხჯერ გადაიდო. კონტრაქტორი კომპანია არ შეცვლილა და ის დღემდე ვერ ასრულებს პროექტს!
  • სახელმწიფო აუდიტის დასკვნის თანახმად, მუნიციპალური განვითარების ფონდმა პროექტის სათანადო კონტროლი ვერ განახორციელა!
  • შპს „ჭიათურბაგირგზებს“ 2015 წლიდან მგზავრები საბაგიროს ნაცვლად მიკროავტობუსებით დაჰყავდა, რაშიც უკვე მილიონზე მეტი დაიხარჯა!

ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარე საბაგირო გზებიდან მგზავრების გადაადგილების კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი მეოცე საუკუნის 60-იან წლებში, თხელიძის ქუჩაზე აშენებული ცენტრალური სადგურია, საიდანაც სამი მიმართულებით ერთდროულად მოძრაობდნენ სამგზავრო საბაგიროები. აღნიშნულ საბაგიროს 2015 წლამდე გაუჩერებლად გადაჰყავდა მგზავრები.

2016 წელს სახელმწიფომ საბაგირო გზის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში მოხდა საბაგიროს ძველი სადგურების დემონტაჟი და დაიწყო ახალი სადგურების მშენებლობა. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში (SPA160013879) გაიმარჯვა ამხანაგობა „დაგი-სკიმ“. გონდოლებიანი, რივერსული საბაგირო გზის მოწოდება კი ფრანგულმა კომპანია „პომაგალსკიმ“ (Pomagalski) უზრუნველყო.

საბაგიროები ექსპლუატაციაში 2017 წლის აპრილში უნდა შესულიყო. მშენებლობის დასრულების ვადამ ჯერ 2018 წლის ზაფხულამდე გადაიწია, ხოლო შემდეგ 2019 წლის მაისამდე. მოგვიანებით, მუნიციპალური განვითარების ფონდი პროექტის დასრულების ვადად უკვე 2020 წლის პირველ ნახევარს ასახელებდა, ჩვენთვის გამოგზავნილ საპასუხო წერილში კი – 2020 წლის მეორე ნახევარს. მშენებლობის ვადის დასრულება სულ მცირე ოთხჯერ გადაიდო. ამასთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კონტრაქტორი კომპანია არ შეცვლილა.

მუნიციპალური განვითარების ფონდი პროექტის დასრულების ვადების ცვლილების ძირითად მიზეზებად ასახელებს: ბენეფიციარების მოთხოვნას შეთანხმებული პროექტის ცვლილებაზე, განსახლებას,  საბაგიროს ფუნქციონირების კორიდორში არსებულ ნანგრევებზე შეთანხმებას, შრომითი უსაფრთხოების და ელექტრო ენერგიის მიწოდების კუთხით არსებულ გამოწვევებს და მსოფლიო პანდემიით გამოწვეულ ფორსმაჟორულ სიტუაციას.

ჯერ კიდევ 2018 წელს სახელმწფო აუდიტის სამსახური მის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში წერდა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდმა ვერ განახორციელა პროექტის კონტროლი. აუდიტის დასკვნის მიხედვით, ვერ მოხერხდა სამუშაოების სათანადო ზედამხედველობა და გადახდილი თანხის შესრულებულ სამუშაოსთან შესაბამისობის დადგენა. უნდა აღინიშნოს, რომ მშენებლობის ვადის არაერთხელ გახანგრძლივების პარალელურად, ყოველწლიურად იზრდება პროექტთან დაკავშირებული ხარჯებიც.

თავდაპირველად, პროექტის ჯამური ღირებულება 40 მილიონ ლარამდე იყო. საქართველოს მთვრობის მიერ მშენებლობისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი დაახლოებით 10,9 მლნ ლარს შეადგენს. დანარჩენი თანხა კი სახელწმიფომ სესხად აიღო საფრანგეთის მთავრობისგან. შეღავათიანი სესხის პირობები ასეთია: სესხის ხანგრძლივობა – 20 წელი, შეღავათიანი პირობები – 6 წელი, საპროცენტო განაკვეთი- წლიური 0.17%. სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პროექტის ფარგლებში საფრანგეთის მთავრობის მიმართ გადასახდელმა სასესხო ვალდებულებამ 11 825 492 ევრო შეადგინა.

ჭიათურის საბაგირო გზების მშენებლობაზე უკვე დახარჯულია 40 მილიონ ლარზე მეტი. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური პროექტების შესახებ ინფორმაციაში მითითებულია ზუსტი თანხა, რომელიც უკვე დაიხარჯა მშენებლობაზე.  ფაქტი 2017 წლის ჩათლით არის 43 244 500 ლარი. 2018 წლის გეგმა კი შეადგენდა 1 500 000 ლარს, ხოლო 2019 წლის პროგნოზით გამოყოფილი იყო 500 000 ლარი, რაც ჯამში 45 244 500 ლარია. ხოლო 2018 წლის მონაცემებით პროექტის საერთო თანხა უნდა ყოფილიყო 44 788 900 ლარი.

ჭიათურის მუნიციპალიტეტში ცენტრალური საბაგიროს ფუნქციონირებაზე პასუხიმგებელი იყო შპს „ჭიათურბაგირგზები“, რომელიც ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული სახელმწიფო კომპანიაა. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შპს „ბაგირგზები“ 5 წლის და 9 თვის განმავლობაში მგზავრებს მიკროავტობუსებით ემსახურებოდა. ამ კომპანიას უკვე სახელი შეუცვალეს და შპს „ჭიათურის სატრანსპორტო კომპანია“ დაარქვეს.  2015-2019 წლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ, საბაგიროების ნაცვლად, მგზავრების მიკროავტობუსებით მომსახურებაში მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.

ჭიათურის მოსახლეობა წლებია ელოდება პროექტის დასრულებას. განსაკუთრებით ელოდებიან არჩევნების მოახლოებას, იმ იმედით, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ გახნსის საბაგირო გზებს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტია ჭიათურლებს ახალ საბაგირო გზებს დაჰპირდა; 2017 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე უთხრეს, რომ საბაგირო გზების მშენებლობა მალე დასრულდებოდა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მოუბოდიშეს და პროექტის უმოკლეს ვადებში დასრულდებას დაჰპირდნენ, 2019 წელს, ჭიათურის მერის რიგგარეშე არჩევნებზე თქვეს, რომ საბაგიროების პროექტის დასრულებას ხელს ვეღარაფერი შეუშლიდა… დღეს კი, ჭიათურაში ყველა ხვდება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, საბაგიროების გახსნა, კვლავ ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იქნება.

წყარო: chiaturagmc.files.wordpress.com

გაზიარება179

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისი – თერჯოლის მაგისტრალზე ნაპოვნი ბიჭის გარდაცვალების შესახებ ახალი ინფორმაცია ხდება ცნობილი – რას ითხოვს ოჯახი

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
“სასტიკადაა ნაცემი” -თემო ხადურის ტრაგიკულ სიკვდილზე  საუბრობს ოჯახის ახლობელი
მთავარი

23 წლის სტიქაროსანის, თემო ხადურის ბურუსით მოცული გარდაცვალებიდან დღეს ორი წელი გავიდა - დედას, რომელიც ამბობს, რომ შვილი პოლიციელებმა მოუკლეს, სამედიცინო კომისიური ექსპერტიზის დასკვნა გუშინ ჩაბარდა. დასკვნაში წერია, რომ გვამის...

დაწვრილებითDetails

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
მთავარი

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელლებს.   მედიის ცნობით, შემთხვევა გუშინ მოხდა. გარდაცვლილი უმუდ სოფიევია, ის გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის მკვიდრი იყო.   თანასოფლელების ინფორმაციით,...

დაწვრილებითDetails

25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი  დღეს ენერგიული და აქტიური დღე გელოდებათ. შესაძლოა, მოულოდნელად მოგიწიოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. სამსახურში ინიციატივა თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს. პირად ურთიერთობებში კი ეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ. კურო  ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ...

დაწვრილებითDetails

25 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 25, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიიდან შემომავალი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში...

დაწვრილებითDetails

მარიამობასთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულებები ამანათების მიღებას იწყებენ

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
მოედება მთელს ციხეს – გეგუთის ციხეში 90 პატიმარი ინფიცირებულია
მთავარი

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის დამატებით ამანათების მიღებას იწყებს. პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება 26-27 აგვისტოს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე. წარმოგიდგენთ იმ...

დაწვრილებითDetails

ექს-პრემიერის ოჯახი ამბობს, რომ ღარიბაშვილი დღეს “პოლიტიკური პატიმარია”

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

ექს-პრემიერის ოჯახი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დღეს "პოლიტიკური პატიმარია" - ამის შესახებ რუსთავის ციხიდან გამოსულმა ადვოკატმა, ექს-პრემიერის ცოლის დამ, ნათია თამაზაშვილმა "პირველებს" განუცხადა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ღარიბაშვილის ოჯახის...

დაწვრილებითDetails

სუნზე შევიდა ეზოში და რომ ნახა უფრო მძაფრი სუნი გამოდიოდა, მერე გამოიძახა პოლიცია – ახალი დეტალები ზუგდიდში გარდაცვლილი დების შესახებ

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
სუნზე შევიდა ეზოში და რომ ნახა უფრო მძაფრი სუნი გამოდიოდა, მერე გამოიძახა პოლიცია – ახალი დეტალები ზუგდიდში გარდაცვლილი დების შესახებ
მთავარი

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ყუ­ლიშ­კარ­ში. გუ­შინ, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში, მე­ზო­ბელ­მა, რო­მელ­მაც რო­გა­ვე­ბის სახ­ლთან ჩა­ი­ა­რა, სა­ში­ნე­ლი სუნი იგ­რძნო და მა­შინ­ვე გან­გა­ში ატე­ხა.   ეზო­ში შე­სულს რო­გა­ვე­ბის სახ­ლი­დან არც ერ­თმა იქ მცხოვ­რებ­მა...

დაწვრილებითDetails

საქართველო პოლონეთიდან დეპორტირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
საქართველო პოლონეთიდან დეპორტირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა
მთავარი

საქართველო პოლონეთიდან დეპორტირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა. პირველზე უკრაინელები არიან, ხოლო საქართველოს ბელარუსის, მოლდოვას და კოლუმბიის მოქალაქეები მოსდევს. ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებში წერია, რაც სოციალურ ქსელში უწყების Х-გვერდზე...

დაწვრილებითDetails

ავარია ქობულეთში – არის მსხვერპლი

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
ავტოსაგზაო შემთხვევებს 442, ხოლო ხანძრებს 48 ადამიანი ემსხვერპლა – საქსტატი
მთავარი

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - ინფორმაციას ამის შესახებ „გურია ნიუსი“ ავრცელებს. არსებული ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ლეღვასთან მოხდა. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან...

დაწვრილებითDetails

მძიმე დაზიანებები მიაყენეს მოქალაქეს, პირად ნივთები და თანხა წაართვეს – დაკავებულია 2 პირი

by მეგა TV
აგვისტო 24, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

პოლიციამ თბილისში ჯგუფური ყაჩაღობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ორი პირი დააკავა  -  ინფორმაციას შსს ავრელებს "შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"