„ასეთი სისულელეების გაზიარებას როდის უნდა მოეშვათ, ხალხნო?!“ -ასე ეხმაურება მამა იერონიმე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს, რომელსაც ფეისბუქ გვერდი „ქრისტეს სარწმუნოება“ ავრცელებს.
„ასეთი სისულელეების გაზიარებას როდის უნდა მოეშვათ ხალხნო?!
ვერ ხვდებით რომ დაგცინიან თქვენც და ღმერთსაც და აბუჩად გიგდებენ თქვენც და ქრისტიანობასაც?!
თქვენ რომ “ამინ”-ს უწერთ და აზიარებთ ამ ფოტოებს, ამით ისინი რეკლამას უკეთებენ თავიანთ მზაკვრულ გვერდებს და თქვენ კიდევ რჩებით ცრუ თაყვანისმცემელნი ამ სისულელე პოსტების.“ – წერს მამა იერონიმე სოციალურ ქსელში.