ინფორმაცია საკრებულოს წევრმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ დაადასტურა. ,,20 ივნისის შემდეგ პოზიცია არ შეგვიცვლია”-განაცხადა გიგა შუშანიამ. ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ამ ფორმით 20-21 ივნისის გავრილოვის ღამე გააპროტესტეს და გახარიას გადადგომის მოთხოვნას შეუერთდნენ. ქვეყანაში პოლიტიკურ მოცემულობით , თუ ქუთაისის საკრებულოში ოპოზიციური გუნდი მოქმედების სტრატეგიას არ შეცვლის, საკრებულოს სხდომები მათ გარეშე, კიდევ არაერთგზის, გაიმართება.
6 სექტემბერს 14:00 სთ- ზე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს რიგგარეშე მე-10 სხდომა გაიმართება.