შავი პრინცი დღეს, 4 ივლისს 49 წლის გახდებოდა. რეპერი აკაკი ბაბუნაშვილი ქუთაისში 1971 წელს დაიბადა. მუსიკოსი 2019 წლის 4 თებერვალს გარდაიცვალა.
შავი პრინცი უკრავდა დასარტყამ ინსტრუმენტებზე რუსულ როკ ჯგუფში „ოთხი ტარაკანა“. საქართველოში დაბრუნებისას შეისწავლა ბრეიქ დანსი და ჰიპ-ჰოპის შექმნა დაიწყო, მუსიკალურ თემებს და ტექსტებს რეპერი თავად წერდა.
2000 წლიდან ძებნილებთან თანამშრომლობა დაიწყო რეპერმა ჯერონიმომ, და მალევე მოამზადეს ერთობლივი ალბომი, რომელიც მხოლოდ 2004 წელს გამოვიდა. ალბომის სხვადასხვა კომპოზიციებს შორის იყო „ჩემი ძმები“, რომელიც ნამდვილი მეგაჰიტი გახდა ქართველ ახალგაზრდებში და ჰიპ-ჰოპის მიმართ სრულიად სხვა მიდგომა წარმოშვა.
ქუთაისში შავი პრინცის სკვერის გახსნაა დაგეგმილი. მხატვარმა ლია უკლებამ კი მუსიკოკისის სტენსილი ქუთაისის ერთ-ერთ ქუჩაზე დახატა.
ნახეთ: შავი პრინცის უკანასკნელი ვიდეორგოლი “აფრენ შენ”