LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილს ეძებენ

შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხული ვახო ახვლედიანი ხიდთან განვითარებულ მოვლენებს დეტალურად იხსენებს

დაპოსტა 2020/07/03-ში
A A
640
ნახვა
გაზიარება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოკითხული ერთ-ერთი პირის, დაზარალებულ ვახო ახვლედიანის ჩვენების მიხედვით, ხიდიდან გაქცეულ გიორგი შაქარაშვილს რამდენიმე პირი მისდევდა. თუმცა, როგორც მისი ჩვენებიდან ირკვევა, აღნიშნული პირების ამოცნობა მას არ შეუძლია.

„ინეტრპრესნიუსმა“ ახვლედიანის ჩვენება მოიპოვა, რომელშიც ახვლედიანი დაბადების დღეზე დაწყებულ კონფლიქტსა და შემდეგ უკვე, ხიდთან განვითარებულ მოვლენებს დეტალურად იხსენებს. როგორც დაზარალებულის ჩვენებიდან ირკვევა, იუბილარის დაბადების დღეზე ის მეგობრებთან – გიორგი ქათამაძესთან და დიჯეი კოკო ღიბრაძესთან ერთად წავიდა.

„ჩემმა მეგობარმა, ანა გაბეჩავამ მე და ჩვენი საერთო მეგობრები – გიორგი ქათამაძე და კონსტანტინე ღიბრაძე დაგვპატიჟა 2020 წლის 18 ივნისს, თავის დაბადების დღეზე. ანამ გვითხრა, რომ ის დაბადების დღის სუფრას იხდიდა ქალაქ მცხეთაში მდებარე „ლიდერფუდის“ მაღაზიის უკან მდებარე კაფე-ბარში. ანას ჩვენ დავთანხმდით. 2020 წლის 18 ივნისს მე, გიორგი ქათამაძე და კონსტანტინე ღიბრაძე შევიკრიბეთ ჩემი საცხოვრებელი სახლის ეზოში, საიდანაც ჩვენ სამივენი ტაქსით წავედით ანას დაბადების დღის სუფრაზე – ქალაქ მცხეთაში მდებარე „ლიდერფუდის“ მაღაზიის უკან მდებარე კაფე-ბარში… რომ მივედით, უკვე იყო შებინდებული, ზუსტი საათი არ მახსოვს. სუფრაზე რომ მივედით, ჩვენ იქ დაგვხვდნენ ანა გაბეჩავა და მისი მეგობარი გოგო-ბიჭები, რომლებსაც მე არ ვიცნობდი. სუფრაზე ვიქნებოდით დაახლოებით, 30 ადამიანი. სუფრაზე ყოფნისას მე იქ გავიცანი ანა გაბეჩავას მეგობარი გიორგი შაქარაშვილი. ჩვენ ცოტა დავლიეთ ალკოჰოლური სასმელი და თან ვცეკვავდით და ვერთობოდით. სუფრის მსვლელობისას იქ მყოფ ახალგაზრდებს შორის მოხდა ჩხუბი, ოღონდ თუ რაზე მოხდა მათ შორის ჩხუბი და ვის და ვის შორის მოხდა ჩხუბი, მე არ ვიცი, რადგან როგორც უკვე მოგახსენეთ, მე იქ მყოფთაგან ვიცნობდი მხოლოდ ჩემ მეგობრებს – გიორგი ქათამაძეს, კონსტანტინე ღიბრაძეს, ანა გაბეჩავას და იქ სუფრაზე გავიცანი გიორგი შაქარაშვილი. ჩხუბი და გაწევ-გამოწევა მე შევნიშნე კაფე-ბარის გარეთ ეზოში, როდესაც შემთხვევით გამოვედი გარეთ, ეზოში. ჩხუბი შიგნით კაფე-ბარში არ ყოფილა. ამის შემდეგ ჩხუბი მალევე შეწყდა და ყველანი ჩაჯდნენ ავტომანქანებში და დაიშალნენ. ჩხუბში ან მოჩხუბართა გაშველებაში მე მონაწილეობა არ მიმიღია, რადგან იმ ადგილზე ბნელოდა, მე არ დამინახავს სახეზე, თუ ვინ ჩხუბობდა ერთმანეთში და ვინ იღებდა მონაწილეობას გაშველებაში, არც ის დამინახავს, ვინმეს ჰქონდა თუ არა ჩხუბის შედეგად დაზიანება მიღებული. ამის შემდეგ რამდენიმე წუთის განმავლობაში ვამშვიდებდი ანა გაბეჩავას და მის მეგობარ გოგონებს, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ იქ სუფრაზე, რის შემდეგაც ზოგიერთი გოგო შევიდა შიგნით კაფე-ბარში, ხოლო ზოგიერთი იყო გარეთ ეზოში. ამასობაში, გავიდა რამდენიმე წუთი, ამის შემდეგ ადგილზე დავრჩით მე, გიორგი ქათამაძე და კონსტანტინე ღიბრაძე, სხვა ბიჭები მე იქ არ მინახავს.

მე, გიორგი ქათამაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ გადავწყვიტეთ, წავსულიყავით სახლში და ცენტრალურ საავტომობილო გზაზე სანამ გამოვიდოდით, „ლიდერფუდთან“ არსებულ კიბეებთან შევნიშნეთ სამი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ასევე იმყოფებოდა ანა გაბეჩავას დაბადების დღის სუფრაზე. ამ სამი ახალგაზრდა ბიჭიდან ერთ-ერთი იყო გიორგი შაქარაშვილი. მათ არანაირი სახის დაზიანების კვალი არ ემჩნეოდათ. ჩვენ ექვსივე ერთად გადავედით მცხეთა-თბილისის დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზის მეორე მხარეს, ანუ თბილისის მიმართულებით და დავყევით გზას ფეხით თბილისისკენ და თან ხელს ვუქნევდით ავტომანქანებს, რომ ვინმეს გაეჩერებინა ჩვენთვის და წავეყვანეთ ქალაქ თბილისში, თუმცა, ავტომანქანა არავინ გაგვიჩერა. რამდენიმე ასეული მეტრის გავლის შემდეგ, ქალაქ თბილისის მიმართულებით ჩვენ მდინარე არაგვის ხიდზე გადავედით თუ არა, უკანა მხრიდან დაგვეწია მოთეთრო-მოვერცხლისფრო ავტომანქანა, რომლის მარკა, სერია და ნომერი არ მახსოვს. ავტომანქანა გაჩერდა დაახლოებით, 10-15 მეტრით წინ მიმავალ ჩემ მეგობრებთან, გიორგი ქათამაძესთან და კონსტანტინე ღიბრაძესთან. ავტომანქანიდან გადმოვიდა დაახლოებით, 5 ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებმაც ცემა დაუწყეს გიორგი ქათამაძეს და კონსტანტინე ღიბრაძეს, რის შემდეგაც ერთ-ერთი გამოიქცა ჩემკენ და უკან გამოყვნენ დანარჩენებიც და როგორც კი მოვიდნენ ჩემთან, პირველმა, რომელიც გამოიქცა ჩემსკენ და მოვიდა ჩემთან, დამარტყა ხელი სახეში და მივიღე დაზიანება ცხვირის მიდამოში და ვიგრძენი ფიზიკური ტკივილი, რის შემდეგაც მე დავინახე, რომ სხვებიც მოდიოდნენ ჩემსკენ ჩემ საცემად, რის გამოც მე და ჩემ გვერდით მყოფი კიდევ 3 ახალგაზრდა ბიჭი, რომელთაგანაც ერთ-ერთი იყო გიორგი შაქარაშვილი, გავიქეცით უკან, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, მცხეთის მიმართულებით.

რამდენიმე მეტრი რომ გავიქეცით, მდევრებიც გაჩერდნენ, გატრიალდნენ უკან, ჩასხდნენ თავიანთ ავტომანქანაში და წავიდნენ. ამის შემდეგ ჩვენ ისევ გავაგრძელეთ ყველამ ერთად გზა ქალაქ თბილისისკენ, ანუ მე და ჩემმა მეგობარმა გიორგი ქათამაძემ და კიდევ იმ სამმა ახალგაზრდა ბიჭმა, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ ანა გაბეჩავას დაბადების დღეზე და რომელთაგანაც ერთ-ერთი იყო გიორგი შაქარაშვილი, ხოლო კონსტანტინე ღიბრაძე ამ დროს იქ არ დამინახავს. მე უნდა მეკითხა გიორგი ქათამაძისთვის, კონსტანტინე ღიბრაძე სად არის-მეთქი, რა დროსაც იმავე ხიდზე როგორც კი გადავედით, ჩვენ უკანა მხრიდან დაგვეწია ავტომანქანა, რომლის ფერი, სერია და ნომერი არ მახსოვს, რადგან ვიყავი შეშინებული. აშკარად იყო სხვა ავტომანქანა. ავტომანქანა გაჩერდა ჩვენთან და როგორც კი გაიღო ავტომანქანის კარები და ავტომანქანიდან იქ მჯდომმა პირებმა დააპირეს გადმოსვლა, ჩვენ ყველა ერთად მოვტრიალდით უკან და გავიქეცით ქალაქ მცხეთის მიმართულებით. ისინი, ვინც ავტომანქანიდან გადმოვიდნენ, მოგვსდევდნენ უკან და გვეძახდნენ – გაჩერდით, სად გარბიხართო და გვაგინებდნენ. ჩვენ ყველამ ერთად ხიდზე გადავკვეთეთ გზა, გადავედით საავტომობილო გზის მეორე მხარეს და გავრბოდით. მე ხიდზე როგორც კი გადავედი, იქვე ჩავუხვიე დაბლა და როგორც კი ჩავუხვიე, ეგრევე ვნახე იქვე არსებული ბუჩქები და ჯაგები და გავიქეცი იქითკენ და დავიმალე აღნიშნულ ბუჩქებში, ხოლო სხვები თუ საით და რა მიმართულებით გაიქცნენ, არ ვიცი, რადგან იყო ღამე. მე სანამ ჩავუხვევდი ბუჩქებისკენ, დავინახე, რომ ჩემ წინ მირბოდა გიორგი შაქარაშვილი და მე რომ ჩავუხვიე ბუჩქებისკენ, ისინი, ვინც მოგვსდევდნენ, გაეკიდნენ გიორგი შაქარაშვილის და შემდეგ, თუ ვინ საით გაიქცა, არ დამინახავს. მე ჩუმად ვიჯექი და ვიმალებოდი ბუჩქებში, რა დროსაც საავტომობილო გზის მხრიდან დაახლოებით, 10 წუთი მესმოდა ძახილის ხმა – „სად გაიქეცით, გამოდითო“ და თანაც გვაგინებდნენ. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, ძახილის ხმა შეწყდა, თუმცა, მე მაინც არ გამოვსულვარ ბუჩქებიდან, სადაც ვიმალებოდი დაახლოებით, 35-40 წუთი. ბოლოს, როცა დავრწმუნდი, რომ საფრთხემ ჩაიარა, მე გამოვედი ბუჩქებიდან და გამოვედი ცენტრალურ საავტომობილო გზაზე. გზაზე რომ გამოვედი, მე დავურეკე ჩემი მობილური ტელეფონიდან ჩემს მეგობარ გიორგი ქათამაძეს მობილურ ტელეფონზე, რომლის სიმ ბარათის ნომერი არ მახსოვს და ვკითხე, სად მიდიხარ-მეთქი, რა დროსაც გიორგი იქვე საიდანღაც ბუჩქებიდან გამოვიდა საავტომობილო გზაზე, ხოლო ის სამი ახალგაზრდა ბიჭი, რომელთაგანაც ერთ-ერთი იყო გიორგი შაქარაშვილი, თუ სად წავიდნენ და სად იყვნენ, არ ვიცი, რადგანაც ისინი იმ დროს უკვე იქ არ ყოფილან. ამის შემდეგ მე დავურეკე ჩემს მეგობარ ლუკა ბეჟანიშვილის, რომლის ტელეფონის ნომერი არ მახსოვს და ვთხოვე, მოსულიყო ჩვენთან და წავეყვანე სახლში. რამდენიმე წუთში ჩვენთან მოვიდა ჩვენი მეზობელი კახა, რომლის გვარი არ ვიცი, თავისი ავტომანქანით, რომელმაც გვითხრა, რომ ლუკამ გამოგვგზავნა თქვენთანო, რის შემდეგაც ჩვენ, ანუ მე და გიორგი ქათამაძე ჩავჯექით კახას ავტომანქანაში და წავედით სახლში. უბანში რომ მივედით, იქ დაგვხვდა ჩვენი მეგობარი კონსტანტინე ღიბრაძე, რის შემდეგაც ჩვენ დავიშალეთ და წავედით სახლში.

მეორე დილით მე ანა გაბეჩავამ „ინსტაგრამზე“ მომწერა, გიორგი შაქარაშვილი არ ჩანს და ხომ არ იცი, სად არისო, რაზედაც მე ვუპასუხე, რომ არ ვიცოდი. სწორედ მაშინ გავიგე ანასგან, რომ გიორგი შაქარაშვილი იყო დაკარგული. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე შემიძლია ამოვიცნო ის ბიჭი, რომლებიც გიორგი შაქარაშვილთან ერთად იყვნენ, ხოლო იმ ბიჭებს, რომლებიც ჩვენ გამოგვეკიდნენ და გვცემდნენ, ვერ ამოვიცნობ, რადგან ისინი კარგად არ მინახავს. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე არ ვიცი, ვის და ვის შორის და რა მიზეზით მოხდა ჩხუბი კაფე-ბარში, ანა გაბეჩავას დაბადების დღეზე. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მომხდარი ჩხუბის დროს მე სახეში ცხვირის მიდამოში მივიღე დაზიანება და მე თანახმა ვარ, ჩამიტარდეს ექსპერტიზა. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე შემიძლია ამოვიცნო ის ორი ახალგაზრდა ბიჭი, რომლებიც გიორგი შაქარაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ და რომლებთან ერთადაც ჩვენ წავედით ქალაქ თბილისისკენ, მე მათი ამოცნობა შემიძლია სახეზე და ფიზიკურად.

კითხვაზე გიპასუხებთ, რომ როდესაც მე ჩემს უბანში მივედი და იქ დამხვდა კონსტანტინე ღიბრაძე, რომელსაც მე ვკითხე, შენ რითი წამოხვედი-მეთქი, რაზედაც მან მიპასუხა, რომ გზაზე ხელი გავუქნიე შემთხვევით გამვლელ ავტომანქანას და იმან გამომიყოლა ქალაქ თბილისშიო. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ როდესაც გავიგე ანა გაბეჩავასგან, გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, მე არ მიკითხავს არც ჩემს მეგობრებში და არც არავისთან გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, რადგანაც ვიფიქრე, რომ ალბათ, გამოჩდება-მეთქი. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე შემიძლია ამოვიცნო გიორგი შაქარაშვილი… კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ის ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც მე მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც დაზიანება მივიღე ცხვირის მიდამოში, იყო ოდნავ გრძელი თმებით, საშუალო სიმაღლის და საშუალო აღნაგობის, რომლის ამოცნობაც მე შემიძლია. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ზემოთაღნიშნული ჩხუბის დროს მე მეცვა თეთრი ფერის გრძელსახელოიანი „საროჩკა“ და ლურჯი ფერის ნაჭრის შორტები. როდესაც მე მომაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, მაგ დროს ასევე შემომეხა „საროჩკა“, რომელიც მეცვა და რადგანაც იგი იყო გახეული, ქალაქ თბილისში ჩამოსვლისას ჩემ უბანში მდგარ ურნაში გადავაგდე, ხოლო შორტები მე გამოვიცვალე ჩემ სახლში და ამჟამად ვინახავ ჩემ საცხოვრებელ სახლში. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე თანახმა ვარ, მონაწილეობა მივიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში“, – აცხადებს ახველედიანი ჩვენებაში.

გაზიარება302

დაკავშირებული -პოსტები

“დიტო ჩუბინიძის ქმედებები ცალსახად არის განმეორებითი” – პროკურორი

by მეგა TV
ოქტომბერი 23, 2026
0
“დიტო ჩუბინიძის ქმედებები ცალსახად არის განმეორებითი” – პროკურორი
მთავარი

დიტო ჩუბინიძის ქმედებები ცალსახად არის განმეორებითი, არის ისეთი მოცემულობით გავრცელებული, რომ სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს და სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ არის მიმართული, - ამის შესახებ ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის საქმის პროკურორმა, ანი ხუბეჯაშვილმა...

დაწვრილებითDetails

დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
ოქტომბერი 23, 2026
0
პროკურატურამ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავა
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულ დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა. პროცესს ესწრებოდა, თავად ბრალდებულიც. ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს...

დაწვრილებითDetails

რა ღირს გრამი ოქრო

by მეგა TV
ოქტომბერი 23, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასი მცირდება. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია (ცნობისთვის, ტრუას უნცია დაახლოებით, 31 გრამია) ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 017 დოლარი ღირს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის...

დაწვრილებითDetails

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა

by მეგა TV
ოქტომბერი 23, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5971 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5971 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5973 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

” ავთანდილ ბილანიშვილს პენიტენციური დაწესებულება არ დაუტოვებია, ის ციხეშია!” – სპეციალური პენიტენციური სამსახური

by მეგა TV
ოქტომბერი 23, 2026
0
” ავთანდილ ბილანიშვილს პენიტენციური დაწესებულება არ დაუტოვებია, ის ციხეშია!” – სპეციალური პენიტენციური სამსახური
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაკავშირებული ბრალდებული ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილის დედის, ნინო აბრამიშვილის განცხადებას, იმის თაობაზე, რომ პატიმარი ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე “კაწრო”, გუშინ გარეთ დაინახეს, კატეგორიულად უარყოფს....

დაწვრილებითDetails

პენიტენციური სამსახური რუსთავის №6 საპატიმროს მსჯავრდებულის, გელა ისაშვილის ბრალდებებს პასუხობს

by მეგა TV
ოქტომბერი 23, 2026
0
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური №6 საპატიმროს მსჯავრდებულ გელა ისაშვილს პასუხობს. საუბარია პატიმარზე, რომლის საუბრის აუდიოჩანაწერი ამავე პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული გიორგი დავითაძის - იმ მსჯავრდებულის ოჯახმა გაავრცელა, რომელიც ციხის თანამშრომლებს ხელით გაუპატიურებაში...

დაწვრილებითDetails

” ბატონო პრემიერო, გაერკვიეთ, ცუდად არის საქმე, სუს-ია ქვეყნის სათავეში! ბატონო ბიძინა, მე არ მეშინია, რომ მომკლავენ, მაგრამ ჩემი სიკვდილი უარესი იქნება!” – ძმები ფეიქრიშვილების დედა

by მეგა TV
ოქტომბერი 23, 2026
0
“სცენარი დადგეს, ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი ვითომ დაიჭირეს და ჩემს შვილს შეუსახლეს საკანში, დავითი კამერაში არის მგლებთან ერთად” -ძმები ფეიქრიშვილების დედა
მთავარი

ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაკავშირებული ბრალდებული ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილის დედის, ნინო აბრამიშვილის ინფორმაციით, გუშინ, პატიმარი ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე “კაწრო”, გარეთ დაინახეს. როგორც გლდანის ციხესთან მან განმარტა, ბილანიშვილს ფოტოებიც გადაუღეს....

დაწვრილებითDetails

შავ ზღვაში, დრონით დარტყმის შედეგად, სატვირთო გემი ჩაიძირა – დაიღუპა ერთი ადამიანი, დაკარგულად ითვლება სამი

by მეგა TV
ოქტომბერი 23, 2026
0
შავი ზღვა მკვდარია, ის ადამიანისთვის საშიშ ბაქტერიას შეიცავს – BBC
მთავარი

შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონით დარტყმის შედეგად სატვირთო გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც სულ მცირე ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება, - ინფორმაციას Reuters-ი რუმინეთის საზღვაო უწყებაზე დაყრდნობით...

დაწვრილებითDetails

“რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული… პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართა”-პროკურატურა

by მეგა TV
ოქტომბერი 23, 2026
0
“რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული… პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართა”-პროკურატურა
მთავარი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართა, - ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა...

დაწვრილებითDetails

“მოსამართლეთა პლენუმი მხარს უჭერს პროცესის დროს „ქართულ ოცნებას“ და დარღვეულია თანასწორობის პრინციპი” – თენგო თევზაძე

by მეგა TV
ოქტომბერი 23, 2026
0
“მოსამართლეთა პლენუმი მხარს უჭერს პროცესის დროს „ქართულ ოცნებას“ და დარღვეულია თანასწორობის პრინციპი” – თენგო თევზაძე
მთავარი

პლენუმი მხარს უჭერს პროცესის დროს „ქართულ ოცნებას“ და დარღვეულია თანასწორობის პრინციპი. ისე აქეს სარჩელი, მსგავსი რამ იქაც არ წერია, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თენგო თევზაძემ ოპოზიციური პარტიების...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"