ხარაგაულის სოფელ ვახანში, საცხოვრებლის გარეშე დარჩენილ მხატრიშვილების მრავალშვილიან ოჯახს პირველადი დახმარების ნივთები გადაეცა.
ხარაგაულის მერიის ორგანიზებით, სოციალური აქცია ისევ გრძელდება.
თეას და მალხაზს 6 შვილი ყავთ, უფროსი 16 წლის, უმცროსი 1 წლის.
ხანძრის შედეგად დაზარალებულმა ოჯახმა ვერაფრის გადარჩენა ვერ შეძლო.
“მერიის სოციალურმა სამსახურმა უკვე დაიწყო მუშაობა მერის სარეზერვო ფონდიდან საცხოვრებელი ფართის პრობლემის მოგვარებაზე. მადლობა ხარაგაულელი ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფს, მადლობა ა(ა)იპ-ებს: მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს, სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას, კულტურის ცენტრს და სათნოების სახლს აქციაში ოპერატიული ჩართვისთვი. მხატრიშვილების ოჯახის სახელით მადლობა ყველა ხარაგაულელს გულისხმიერებისთვის,”- აცხადებენ ხარაგაულის მერიაში.
ცნობისთვის, მალხაზ მხატრიშვილის 8 სულიან ოჯახს სოფელ ვახანში, გუშინ, 3 სექტემბერს საცხოვრებელი სახლი დაეწვა.