LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 20-კაციან სიაში, 5 კრიმინალი მოსამართლეა” – თავისუფალი საქართველო

“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 20-კაციან სიაში, 5 კრიმინალი მოსამართლეა” – თავისუფალი საქართველო

დაპოსტა 2019/09/05-ში
A A
58
ნახვა
გაზიარება

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 20-კაციან სიაში 5 კრიმინალი მოსამართლეა. ამის შესახებ  პარტია „თავისუფალი საქართველოდან“  იუწყებიან.

ამრიგად, პარტია იუსტიციის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 20-კაციან საბოლოო სიას ეხმაურება, რომელიც პარლამენტისთვის არის წარდგენილი.

მათივე ინფორმაციით, საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი, რა პერიპეტიები წინ უძღოდა მთელ ამ პროცესს და პრინციპში, სწორედ სასამართლო სისტემის გამო დაიწყო ხელისუფლების მიმართ ის სკანდალი და უნდობლობა, რაც საბოლოო ჯამში, 20 ივნისის მოვლენებით დასრულდა. ამიტომ ხელისუფლებამ ახლა მაინც უნდა გაითვალისწინოს რჩევა, რომელსაც შვიდი წელია, მას „თავისუფალი საქართველო“ აძლევს, რასაც ისინი ამ დრომდე არ ითვალისწინებენ.

„პირველ რიგში, მივესალმებით იმას, რომ ხელისუფლებამ თუნდაც ნაწილობრივ მაინც გაითვალისწინა საზოგადოებრივი აზრი, ხალხის პროტესტი და რამდენიმე ოდიოზური მოსამართლე, მაგალითად, მიხეილ ჩინჩალაძე და დიმიტრი გვრიტიშვილი, ამ სიაში არ არიან. რეკომენდაციას ვაძლევთ ხელისუფლებას – პირველი: ამ მოწვევის პარლამენტი, რომლის ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ნუ შეავსებს უზენაეს სასამართლოს შემადგენლობას სრულად, არამედ დანიშნოს ოთხი-ხუთი მოსამართლე, რომელიც უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებისათვის კრიტიკულად აუცილებელია. ხოლო მოსამართლეთა დანარჩენი რაოდენობა, 2020 წელს არჩეულმა საქართველოს პარლამენტმა დანიშნოს.

მეორე – უზენაეს სასამართლოში, 20-კაციანი სიიდან, კატეგორიულად არ უნდა დაინიშნონ შემდეგი პირები: იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, რომელიც ზურაბ ადეიშვილის სისტემის ერთ-ერთი საყრდენი მოსამართლე იყო და 2012 წლის ცნობილი საარჩევნო კამპანიის დროს, პირდაპირ იყო პასუხისმგებელი პოლიტიკურად განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების დაჯარიმებაზე, რასაც ის უტიფრად აკეთებდა და იმის დემონსტრირებას ახდენდა, რომ პირდადად ზურაბ ადეიშვილის სრული და უპირობო მხრადაჭერა ჰქონდა; არ უნდა დაინიშნონ, აგრეთვე, მერაბ გაბინაშვილი და შოთა გეწაძე, რომლებიც იუსტიციის საბჭოს ბოლო მოწვევის წევრები არიან და რომლებიც მურუსიძე-ჩინაჩალაძის ცნობილი სკანდალის დროს, სერგო მეთოფიშვილთან ერთად იუსტიციის საბჭოს იმ უტიფარი დამოკიდებულების სპიკერები და სახეები იყვნენ, რამაც ჩვენი საზოგადოების სრული უნდობლობა გამოიწვია.

აგრეთვე, არ უნდა დაინიშნონ შალვა თადუმაძე და მამუკა ვასაძე, რომლებიც პროკურატურის იმ მანკიერი სისტემის წარმომადგენლები არიან, რომელმა სისტემამაც ჩვენ საზოგადოებაში სრული უნდობლობა არაერთხელ გამოიწვია. ისინი პასუხისმგებლები არიან იმ ათეულობით გამოუძიებელ რეზონანსულ საქმეებზე, რაც ჩვენს საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის გაჩენილი უფსკრულის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა.

„თავისუფალი საქართველო“ გამოთქვამს მზადყოფნას, ზემოთაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მონაწილეობა მიიღოს როგორც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის საჯარო სხდომებში, აგრეთვე, ყველა სხვა საჭირო ფორმატში, რათა მაქსიმალურად იქნას თავიდან აცილებული ზემოთაღნიშნული სიის ამ ფორმით დამტკიცება. საქართველოს ხელისუფლებას აქვე შევახსენებთ, რომ ამ სიის ამ ფორმით დამტკიცება, ყველაზე მეტად შედის იმ ექსტრემისტული ძალების ინტერესებში, რომლებიც აუცილებლად გამოიყენებენ ხელისუფლების ამ შეცდომას, რათა ქვეყანას მაქსიმალურად „ცხელი“ შემოდგომა ჰქონდეს“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

თეგები: მოსამართლესასამართლოუზენაესი სასამართლო
გაზიარება28

დაკავშირებული -პოსტები

ვარშავაში ყაჩაღობის ბრალდებით, საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
ტეხასში პატიმრობა მიუსაჯეს დედას, რომელმაც 8 წლის შვილი მოკლა
მთავარი

25 წლის მოქალაქეზე განხორციელებუი თავდასხმისთვის, ბელარუსის მოქალაქის ძარცვასა და გატაცების მცდელობაში ბრალოლდებული ქართველები ვარშავაში დააკავეს. ინფორმაციას პოლონური რადიოსადგური RMF FM ავრცელებს. გავრცელებული ცნობებით, შემთხვევა ივლისის ბოლოს ვარშავის ოხოტის რაიონში მოხდა, როცა საღამოს საათებში, ბანკომატში...

დაწვრილებითDetails

მძიმე წარსულზე ლაპარაკისას ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს – კობა ლიკლიკაძე პროკურატურაში შესვლამდე

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
მძიმე წარსულზე ლაპარაკისას ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს – კობა ლიკლიკაძე პროკურატურაში შესვლამდე
მთავარი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებაზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. ამჟამად პროკურატურაში გამოკითხვაზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელი, კობა ლიკლიკაძე იმყოფება, რომელიც აფხაზეთის ომის დროს, შეიარაღებული...

დაწვრილებითDetails

გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის შესახებ განცხადებას ავრცელებს. უწყება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ უკვე გამოიკითხა პირი, რომელმაც ვიდეო გადაიღო და ატვირთა. შსს-ს თანახმად, გამოკითხვის შედეგად...

დაწვრილებითDetails

ყვარელში თვითნებურად მოწყობილ ავტორბოლაზე არასრულწლოვნის დაღუპვის საქმეზე ორ პირს ბრალი წარედგინა

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
10-მდე ახალგაზრდა დიღმის მასივში ერთმანეთს დაუპირისპირდა_სისხლიანი გარჩევა თბილისში
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, რამაც არასრულწლოვნის გარდაცვალება გამოიწვია, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. საგამოძიებო უწყების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს...

დაწვრილებითDetails

ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრნენ – ვრცელდება ვიდეოკადრები

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრნენ – ვრცელდება ვიდეოკადრები
მთავარი

ჟურნალისტი კობა ფარტნაძე ამბობს, რომ მუქარის და დისკრიმინაციის  მსხვერპლია. ჟურნალისტმა რამდენიმე საათის წინ გამაოქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მას უცნობი პირი შეურაცხყოფას აყენებს და გვერდზე გაყოლას აიძულებს. ისმის დანის დარტყმის მუქარაც....

დაწვრილებითDetails

თვითმფრინავის მგზავრს დიდი ოდენობით თანხა მოპარეს – დაკავებულია 2 პირი

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ერთ-ერთი ავიარეისით მგზავრობისას, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია 40 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
ამოღებულია 297 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება და 491 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი...

დაწვრილებითDetails

რა ინფორმაციას ავრცელებს ნატა ვიბლიანის საქმეზე ადვოკატი

by მეგა TV
აგვისტო 9, 2026
0
9 წლის ასაკიდან ნათესავი სექსუალურად ძალადობდა ჩემზე, ბრძანება გასცეს რომ ბავშვი უნდა მომკვდარიყო – რას ყვება ნატა ვიბლიანი
მთავარი

დისტანციურად გამოკითხა. „შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, უკვე გამოკითხულია 30-მდე ადამიანი, მათ შორის ბაშიაჩუკ ჩხვიმიანი, მისი ოჯახის წევრები და მეზობლები. გამომძიებლებმა დაათვალიერეს ის სახლებიც, სადაც, სავარაუდოდ, დანაშაული ხდებოდა. ნატა ვიბლიანის მიერ დასახელებული...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

by მეგა TV
აგვისტო 9, 2026
0
იმერეთსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, ქვემო ქართლის, იმერეთის, შიდა ქართლის და სამცხე ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ქალზე თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 9, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყაჩაღობის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.   უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"