ყაზახეთში საქართველოს ელჩს, ზურაბ აბაშიძეს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ცნობით, ამჟამად აბაშიძე ყაზახეთში მკურნალობის კურსს გადის.
“იგი გადის მკურნალობის კურსს ყახაზახეთის შესაბამისი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ, რომელთანაც თავის მხრივ მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან ქართველი მედიკოსებიც”, – აცხადებენ სამინისტროში.










