LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება – გიორგი გახარია

ყველა მოქალაქემ, ტემპერატურის ან სხვა რესპირაციული სიმპტომების გამოვლენისთანავე, უნდა მიმართოს ექიმს, რათა კოვიდ-19-ზე PCR ტესტი ჩაუტარდეს – გიორგი გახარია

დაპოსტა 2020/06/11-ში
A A
103
ნახვა
გაზიარება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკის გახსნის პარალელურად გაზრდილი ეპიდემიოლოგიური რისკების ფონზე, შესაბამის უწყებებს ტესტირებების გაფართოებას ავალებს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი გახარიამ ამ თემაზე დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა.

“ქვეყანაში „კოვიდ19“-ის ინფექციის ცირკულირებისა და ამკრძალავი ღონისძიებების შემსუბუქების ფონზე, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება შესაძლო შემთხვევების დროულ იდენტიფიცირებასა და მკურნალობას. ამ მიზნით, ყველა მოქალაქემ, მომატებული ტემპერატურის, ხველის, სუნთქვის გაძნელებისა და სხვა რესპირაციული სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოს 112-ს ან ოჯახის ექიმს, რათა კოვიდ-19-ზე ლაბორატორიულად, PCR ტექნოლოგიით კვლევა ჩაუტარდეს. 11 ივნისის მდგომარეობით, ინფიცირების 6 ახალი შემთხვევიდან, 4-ის წარმომავლობა ცნობილი არ არის, რაც განსაკუთრებული სიფრთხილის საფუძველია, შესაბამისად, მთავრობა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები მოსახლეობას საჭირო ზომების ზედმიწევნით დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ. შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა და ეკონომიკის ამუშავება არ უნდა გახდეს მოდუნების საფუძველი და საბაბი ილუზიის შექმნისა, რომ ვირუსი დამარცხებულია. სამუშაო შეხვედრისას განიხილეს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი, სადაც ეპიდემიოლოგიური აფეთქება მეორედ მოხდა. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი გლობალური პანდემიის დაძლევის პროცესში ერთობლივი მოქმედებისა და საზოგადოების მაღალი პასუხისმგებლობის მნიშვნელობას.

პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ პირებთან განიხილა როგორც „ცხელების კლინიკებსა“ და „112“-ზე შესულ ზარებთან დაკავშირებული მდგომარეობა, ასევე ტესტირების მაქსიმალურად გაფართოების რესურსები. აღინიშნა, რომ დღევანდელი მდგომარეობით საქართველოში 18 ლაბორატორია აკეთებს PCR ტესტებს, ივლისში კი ეს რიცხვი 24-მდე გაიზრდება. დღეს ტესტირებების საშუალო დღიური მაჩვენებელი 1500-ია, უახლოეს პერიოდში ეს რიცხვი 4500-მდე გაიზრდება, ხოლო შემოდგომისთვის ტესტირების დღიური რაოდენობა 6000-8000-ს მიაღწევს. ამ ეტაპზე, შესაძლო შემთხვევებთან ერთად, ტესტირება ჩაუტარდება მთელ რიგ ჯგუფებს, რომლებიც მთავრობის დადგენილებით უახლოეს პერიოდში განისაზღვრება. მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, ტესტების მარაგები პერიოდულად იზრდება და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას აძლიერებს,”-ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება41

დაკავშირებული -პოსტები

სოფელ პირველ ობჩაში, მთის ძირისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობა აკრძალულია

by მეგა TV
აგვისტო 30, 2026
0
სოფელ პირველ ობჩაში, მთის ძირისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობა აკრძალულია
მთავარი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ობჩაში, მთის ძირისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც წყალდიდობამ დააზიანა, დღეს საღამომდე მოძრაობა აკრძალულია.   მოსახლეობას მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.   საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას დახმარებას...

დაწვრილებითDetails

30 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 30, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 30 აგვისტოს მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება და ნალექი. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის ბოლოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. აღმოსავლეთის...

დაწვრილებითDetails

ძლიერი წვიმა, სეტყვა, ქარი – გაფრთხილება მოსახლეობას

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე...

დაწვრილებითDetails

2 წლამდე ბავშვი კორპუსიდან გადმოვარდა

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

ბათუმში 2-წლამდე ბავშვი კორპუსის მერვე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა - ინფორმაციას ამის შესახებ "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. მომხდარის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

დაწვრილებითDetails

გასულ კვირაში რუსეთიდან საქართველოში ლარსის გავლით 113 000-ზე მეტი ადამიანი შემოვიდა – Politico

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
გასულ კვირაში რუსეთიდან საქართველოში ლარსის გავლით 113 000-ზე მეტი ადამიანი შემოვიდა – Politico
მთავარი

გასულ კვირაში რუსეთიდან საქართველოში ლარსის გავლით 113 000-ზე მეტი ადამიანი შემოვიდა - ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა Politico წერს.   Politico-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ საქართველოში სახმელეთო გზით რუსეთის...

დაწვრილებითDetails

ლენტეხში ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
ლენტეხში ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო
მთავარი

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან, გადაადგილების აღდგენის მიზნით სარმის დროებითი ხიდი დამონტაჟდება. ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიის შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები ამ დროისთვის მოწყობილია შემოვლითი გზა, რომლითაც...

დაწვრილებითDetails

29 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღისით ზოგან ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +26, +31°; მთაში...

დაწვრილებითDetails

სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად კახეთში კაცი გარდაიცვალა

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
AMBULANCE – რატომ აწერიათ სასწრაფო დახმარების ავტომობილებს წარწერა უკუღმა?
მთავარი

სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად კახეთში კაცი გარდაიცვალა . გამოცემის ცნობით, მოწამლულია კიდევ ორი პირი, რომელთა მდგომარეობაც არსებული ინფორმაციით, მძიმეა. შემთხვევა თელავის სოფელ აკურაში მოხდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე...

დაწვრილებითDetails

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს -  ინფორმაციას  მოძრაობა აფხაზეთისთვის დამფუძნებელი, ნუკრი ნოდია ადასტურებს და ამბობს, რომ ცხედარი ახლა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მისივე თქმით, თავდაპირველი დათვალიერებით სხეულს ძალადობის...

დაწვრილებითDetails

მიხეილ ყაველაშვილის შეწყალებულთა შორის არიან გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძეც

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
მიხეილ ყაველაშვილის შეწყალებულთა შორის არიან გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძეც
მთავარი

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების ფარგლებში გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული 26 წლის გურამ ხუტაშვილი და 23 წლის დანიელ მუმლაძეც, რომელთაც რუსთაველის გამზირზე, სხვადასხვა ადგილზე 112-ის დამონტაჟებული ვიდეოკამერების დაზიანებას ედავებოდნენ.  ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"