წლევანდელ წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისიდან დაიწყება. კოვიდ 19-ის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით აბიტურიენტებს გამოცდის წერა პირბადით, თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ კონდენცირების გარეშე მოუწევთ. რეგულაციების მიხედვით ერთ საგამოცდო სივრცეში მხოლოდ 10 აბიტურიენტი დაიშვება. დაცული უნდა იყოს მაგიდებს შორის დისტანცია, ხოლო ყოველი სამუშაო მაგიდა, წინა მხრიდან, აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით. ეს რეგულაციების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.
“მეგა ტვ” დაინტერესდა თუ რას ფიქრობენ უშუალოდ აბიტურიენტები აღნიშნულ რეგულაციებზე და რამდენად შეძლეს მათ მომზადება პანდემიის პირობებში.
რა შემთხვევაში მოხსნიან აბიტურიენტს გამოცდიდან – სოფიო გორგოძე









