LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ამ კრიზისის პერიოდში პირდაპირ ზარალდება კომპანია – ბექა ლილუაშვილი

 სამშენებლო სექტორში დასაქმებული 120 000 ადამიანის უკან დგას 120 000 ოჯახი – ბექა ლილუაშვილი

დაპოსტა 2020/06/10-ში
A A
189
ნახვა
გაზიარება

ჩვენი მიზანი არის ის, რომ ქვეყანა სწრაფად გამოვიდეს ეკონომიკური კრიზისიდან, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით,  როდესაც საქართველოში დაფიქსირებული პირველი შემთხვევიდან მთავრობამ დაიწყო მუშაობა პანდემიის მართვის მიმართულებით, ასევე დაიწყო მუშაობა ეკონომიკის სტიმულირების მიმართულებით და იმ გეგმის მიმართულებით, რომელსაც ახორციელებს, როგორც ანტიკრიზისული გეგმის პირველი და მეორე ეტაპის ფარგლებში, ასევე სექტორალურ ჭრილში.

„ყოველთვის, თითოეული ღონისძიების მთავარი ამოსავალი წერტილი, რა თქმა უნდა, იყო ის, რომ მაქსიმალურად შეგვემსუბუქებინა პანდემიის მიერ გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე. პირველ რიგში, ჩვენს თითოეულ მოქალაქეზე გვეზრუნა იმისთვის, რომ შეენარჩუნებინათ შემოსავლის წყარო, ხოლო დაკარგვის შემთხვევაში ჩვენ მიგვეცა მათთვის მინიმალური რესურსები და საშუალება, რათა დავხმარებოდით, შეგვემსუბუქებინა ეს წნეხი. ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი, რატომაც დეველოპერულ სექტორში გადავწყვიტეთ მხარდაჭერის განხორციელება, ეს არის, პირველ რიგში, თავად ამ სექტორის მოწყვლადობა მსგავსი ტიპის კრიზისების მიმართ და როგორც წესი, ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს და როდესაც ესეთი ტიპის გლობალური ეკონომიკური კრიზისები ხდება და მათ შორის საქართველოშიც, ჩვენ ვხედავთ ეკონომიკაზე ამ კრიზისის ზეგავლენას, პირველ რიგში, ზარალდება ისეთი სექტორები, როგორიც არის დეველოპერული სექტორი, სამშენებლო სექტორი და საჭიროა  დამატებითი ღონისძიებების განხორციელება იმისთვის, რომ პირველ რიგში, ამ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს შევუნარჩუნოთ სამსახური. ამ სექტორში პირდაპირ დასაქმებულია დაახლოებით 120 000 ადამიანი და ამ 120 000 ადამიანის უკან დგას 120 000 ოჯახი და გარდა ამ ადამიანებისა, უამრავი ადამიანი არის დასაქმებული ისეთ სექტორებში, როგორიც არის, მაგალითად ავეჯის წარმოება, სამშენებლო მასალების წარმოება და უამრავ სხვა ინდუსტრიაში, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული დეველოპერული სექტორის საქმიანობასთან. ამიტომ, ეს არის ასობით ათასი ადამიანი, რომლის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი პოტენციურად, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო არ გადადგამდა მხარდაჭერის ღონისძიებებს და არ მიიღებდა იმ გადაწყვეტილებებს, რაც ჩვენ მივიღეთ, დაკარგავდა შემოსავლის წყაროს და დარჩებოდნენ შემოსავლის გარეშე. ეს იყო ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რატომაც ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ და მეორე ნაწილი იყო თავად მშენებლობის მაღალი წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში დაახლოებით 9 პროცენტამდე“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.

როგორც მან განმარტა, მთავრობის მიზანია ქვეყანა სწრაფად გამოვიდეს ეკონომიკური კრიზისიდან და სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, ორიენტირი გაკეთდა ისეთ სექტორებზე, რომელიც ერთის მხრივ წარმოადგეს  დასაქმების დიდ წყაროს და მეორეს მხრივ, გარკვეული მნიშვნელოვანი წილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში. მისივე თქმით, სწორედ ეს ორი კრიტერიუმი იყო ძირითადად იმის განმსაზღვრელი, თუ რატომ გადადგა მთავრობამ  ის ნაბიჯები, რაც გადადგა და რატომ გახდა პრიორიტეტული იმ სექტორების დამხარება, რომელსაც ის ეხმარება.

„რა თქმა უნდა, გარდა ამისა, დამატებით არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტიც, რომ დეველოპერული სექტორის ეფექტიანობა და მისი განვითარება, ზოგადად ამ სექტორში არსებული მდგომარეობა, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს  ქვეყანაში საფინანსო სექტორის ფუნქციონირებასაც. საფინანსო სექტორში პრობლემების შექმნა იმიტომ, რომ დავუშვათ დეველოპერულ სექტორში შეიქმნებოდა პრობლემები, ეს არის სისტემური გამოწვევა ქვეყნის ეკონომიკისთვის, რომელმაც შეიძლება გამოუსწორებლად დააზიანო ეკონომიკა და წლების განმავლობაშ გაახანგრძლივოს ეს კრიზისი“, –  აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა

გაზიარება76

დაკავშირებული -პოსტები

ძლიერი წვიმა, სეტყვა, ქარი – გაფრთხილება მოსახლეობას

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე...

დაწვრილებითDetails

2 წლამდე ბავშვი კორპუსიდან გადმოვარდა

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

ბათუმში 2-წლამდე ბავშვი კორპუსის მერვე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა - ინფორმაციას ამის შესახებ "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. მომხდარის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

დაწვრილებითDetails

გასულ კვირაში რუსეთიდან საქართველოში ლარსის გავლით 113 000-ზე მეტი ადამიანი შემოვიდა – Politico

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
გასულ კვირაში რუსეთიდან საქართველოში ლარსის გავლით 113 000-ზე მეტი ადამიანი შემოვიდა – Politico
მთავარი

გასულ კვირაში რუსეთიდან საქართველოში ლარსის გავლით 113 000-ზე მეტი ადამიანი შემოვიდა - ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა Politico წერს.   Politico-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ საქართველოში სახმელეთო გზით რუსეთის...

დაწვრილებითDetails

ლენტეხში ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
ლენტეხში ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო
მთავარი

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან, გადაადგილების აღდგენის მიზნით სარმის დროებითი ხიდი დამონტაჟდება. ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიის შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები ამ დროისთვის მოწყობილია შემოვლითი გზა, რომლითაც...

დაწვრილებითDetails

29 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღისით ზოგან ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +26, +31°; მთაში...

დაწვრილებითDetails

სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად კახეთში კაცი გარდაიცვალა

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
AMBULANCE – რატომ აწერიათ სასწრაფო დახმარების ავტომობილებს წარწერა უკუღმა?
მთავარი

სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად კახეთში კაცი გარდაიცვალა . გამოცემის ცნობით, მოწამლულია კიდევ ორი პირი, რომელთა მდგომარეობაც არსებული ინფორმაციით, მძიმეა. შემთხვევა თელავის სოფელ აკურაში მოხდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე...

დაწვრილებითDetails

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს -  ინფორმაციას  მოძრაობა აფხაზეთისთვის დამფუძნებელი, ნუკრი ნოდია ადასტურებს და ამბობს, რომ ცხედარი ახლა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მისივე თქმით, თავდაპირველი დათვალიერებით სხეულს ძალადობის...

დაწვრილებითDetails

მიხეილ ყაველაშვილის შეწყალებულთა შორის არიან გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძეც

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
მიხეილ ყაველაშვილის შეწყალებულთა შორის არიან გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძეც
მთავარი

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების ფარგლებში გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული 26 წლის გურამ ხუტაშვილი და 23 წლის დანიელ მუმლაძეც, რომელთაც რუსთაველის გამზირზე, სხვადასხვა ადგილზე 112-ის დამონტაჟებული ვიდეოკამერების დაზიანებას ედავებოდნენ.  ...

დაწვრილებითDetails

მიხეილ ყაველაშვილის შეწყალებულთა შორისაა საბა ჯიქია

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით  თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
მთავარი

პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულთა შორისაა საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 20 წლის საბა ჯიქია. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტები ავრცელებენ. მოგვიანებით, სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" ე.წ. "სთორიში"...

დაწვრილებითDetails

,,იბერიას“ მატჩის შემდეგ პოლონელი ქომაგი ტრიბუნიდან გადმოვარდა

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
,,იბერიას“ მატჩის შემდეგ პოლონელი ქომაგი ტრიბუნიდან გადმოვარდა
მთავარი

საქართველოს ჩემპიონი, იბერია 1999 ევროპალიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩში პოლონურ იაგელონიასთან 1:2 დამარცხდა და კონფერენსლიგის ლიგის ზონაში გადაინაცვლა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, იაგელონიას ფეხბურთელები ტრიბუნასთან მივიდნენ და ქომაგებთან ერთად გამარჯვებას ზეიმობდნენ,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"