ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნა 8 მარტის შეთანხმების შესრულებაა.
სამოქალაქო აქტივისტებს თან ჰქონდათ ტრანსფარანტები: „შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან“ – აშშ-ის საელჩო“ , “ივანიშვილი VS ამერიკული ბიზნესი“, „პოლიტპატიმრები მე ციხეში მოვინახულე“ – ანა ფონტიგა“ .
აქციის მონაწილეების თქმით, მათ აქცია-პერფორმანსის სახით სურდათ, რომ გამოფენა მოეწყოთ, თუმცა, პოლიციამ საშუალება არ მისცა ბანერები კედელზე დაეკიდათ, რითაც მათი გამოხატვის უფლება შეზღუდა.
„გვსურდა პატარა გამოფენასავით მოგვეწყო გამოგვეტანა საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები, რათა სანქციების კანდიდატს როგორმე ასე მაინც გაეგო ჩვენი ხმა, რომ ჩვენთვის დასავლეთის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“ , -განაცხადა აქტივისტმა ნიკა ფარულავამ.










