გუმათ-ჰესის დასახლებაში, ააიპ “სპეციალურმა სერვისებმა” ღია ღვარსადენის მაგისტრალის გაწმენდის სამუშაოები დაიწყო . როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მჟავანაძე ამბობს, სამუშაოები რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. ჯერ ღვარსადენი გაიწმინდება, შემდეგ კი სანიაღვრე არხებიდან ამოღებული შრამის გატანა მოხდება. აღნიშნული სამუშაოებს ააიპ „სპეციალური სერვისები“ სეზონურად ახორციელებს.
რა უნდა მოვინანიო? ისევ ისე ავიმაღლებ ხმას უსამართლობაზე – რევაზ კიკნაძე
რა უნდა მოვინანიო? ისევ ისე ავიმაღლებ ხმას უსამართლობაზე, - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს დაკავებულმა, ჯგუფურ მოქმედებაში მსჯავრდებულმა რევაზ კიკნაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაცხადა. დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ....









