გუმათ-ჰესის დასახლებაში, ააიპ “სპეციალურმა სერვისებმა” ღია ღვარსადენის მაგისტრალის გაწმენდის სამუშაოები დაიწყო . როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მჟავანაძე ამბობს, სამუშაოები რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. ჯერ ღვარსადენი გაიწმინდება, შემდეგ კი სანიაღვრე არხებიდან ამოღებული შრამის გატანა მოხდება. აღნიშნული სამუშაოებს ააიპ „სპეციალური სერვისები“ სეზონურად ახორციელებს.
საუბარი იყო რა პროცესები წარიმართა გუნდის შიგნით – ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უმრავლესობსი სხდომაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა, საუბარი იყო, რა პროცესები წარიმართა გუნდის შიგნით. მთავრობის მეთაურის ცნობითვე, ქვეყნის შიგნით და გარეთ მიმდინარე მოვლენებზე ივანიშვილმა თავისი შეხედულებები გააცნო გუნდის...









